ვოლოდიმირ ზელენსკი: გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე
„ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაქციას და ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ მოქმედებებზე. გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე“ - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 დეკემბრის დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და პოლიტიკური ვითარების ესკალაციას. „ის, თუ როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ, ცხადია, არ არის ერთი ხალხისა და მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა. Читать дальше...