"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდათ
მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებისა და სპეცტექნიკისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს დავით ლომიძესა და თენგო ზასოხაშვილს. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარისგან განსხვავებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობდა პატიმრობის საფუძველი, ამას გარდა მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებამ პროცედურის დარღვევით წარმართა, რასაც არ ეთანხმება პროკურატურა. Читать дальше...