ქერჩის სრუტეში კატასტროფას განიცდის ორი რუსული ტანკერი. დაიღუპა ერთი მეზღვაური
ორი რუსული ტანკერი კატასტროფას განიცდის ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროებიდან რვა კილომეტრში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია ტანკერი „ვოლოგონეფტ 212“, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი და ოთხი ათას ტონაზე მაზუთია. მეორე არის „ვოლოგონეფტ 239“ 14 მეზღვაურით და მსგავსი ტვირთით. ორივე გემი დაზიანდა. უბედური შემთხვევების ზუსტი მიზეზი გაურკვეველია, მთავარი ვერსია არის ეკიპაჟის შეცდომა ქარიშხლის დროს. ქერჩის სრუტეში ძლიერი ტალღები ფიქსირდება, იქ ქარიშხალი შვიდ ბალს აღწევს. Читать дальше...