Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

თალიბანი დემონსტრაციებს უკანონოდ აცხადებს, სპორტსმენი ქალები შეშფოთებული არიან აკრძალვების გამო

0
შეშფოთება იზრდება ავღანეთის ახალი მთავრობის ნაბიჯების გამო, რომელსაც სათავეში უნდგას რადიკალური მოძრაობა თალიბანი და რომლის შემადგენლობაში მხოლოდ კაცები, სასტიკი დაჯგუფების ვეტერანები შედიან. თალიბანმა გამოაცხადა, რომ დემონსტრაციები უკანონოდ შეფასდება და ქალებს აეკრძალებათ სპორტული აქტიურობა.


თალიბანი, როგორც ის ქვეყანას მოიხსენიებს, „ავღანეთის ისლამურ საამიროში“, აპირებს შარიათის კანონების შემოღებას, რაც დარტყმაა საერთაშორისო იმედისა, რომ ოცი წლის წინანდელი მთავრობა არ იქნებოდა ისეთის მკაცრი.  


თალიბანის მიერ შექმნილმა მთავრობამ თავის პირველ სამუშაო დღეს საპროტესტო გამოსვლები განაცხადა უკანონოდ „დროებით ნებისმიერ ვითარებაში“, რადგან მისივე თქმით, დემონსტრანტებმა დაარღვიეს სამოქალაქო წესრიგი და გამოიწვიეს დევნა“.


კულტურის სფეროში თალიბთა კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ „ის არ ფიქრობს, რომ ქალებს, ავღანეთშის პორტის პოპულარული სახეობის, კრიკეტის თამაშის უფლებას მისცემენ“, რადგან „არ არის აუცილებლობა, ქალებმა კრიკეტი ითამაშონ“. ავსტრალიის ტელეარხს, SBS News -ს, აჰმადულა ვასიღმა განუცხადა, რომ „კრიკეტის თამაშის დროს შეიძლება შეიქმნას ვითარება,რომ ქალს სახე, ან სხეული გამოუჩნდეს. ისლამი კი არ აძლევს ქალს უფლებას, ასე გამოიყურებოდეს“.


შეშფოთებას, რომ თალიბანი დაუბრუნდება 1996-2001 წლების მმართველობის სასტიკ ფორმებს, როცა ძალიან იზღუდებოდა ქალების უფლებები, მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები ავღანეთში.  


თალიბები გაუსწორდნენ რამდენიმე დემონსტრანტს და ჟურნალისტებს, რომლებიც გამოსვლებს აშუქებდნენ.   



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса