Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ყვარელში, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ცნობილია - გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო

0
ყვარელში, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ცნობილია - გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა ყვარელში „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელის შესახებ. განცხადებაში მისი სახელი და გვარი ინიციალებით არის აღნიშნული, თუმცა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილია.

შსს-ს განცხადებით, ის დაკავებულია ბაკის ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. 

გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში 9 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. როგორც შსს აღნიშნავს, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შალვა მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია „ფორმულის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმოდა, რომ თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვდა.

ბოლო ერთ წელში საფინანსო დაწესებულებაში შეჭრის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ დრომდე არ არის დაკავებული თითქმის ერთი წლის წინ ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ზუგდიდში ბანკში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმ დროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. საქმეზე ბრალდებულია ბადრი ესებუა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Ирина Винер поддержала кандидатуру Михаила Дегтярева на пост министра спорта

Нигер обвинил Бенин в нарушении соглашений об экспорте нефти

Все о пожарной безопасности глазами детей

Более 1,4 млн жителей Подмосковья прошли диспансеризацию и профосмотры в 2024 г