ჯვარში "ქართული ოცნების" აქტივისტები საკვებს არიგებენ - ISFED-ი ამას მოსყიდვად აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაციამ მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა, უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისთვის.
ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი "ა" ქვეპუნქტის დარღვევაა და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164"1" მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.
გოგა გულორდავას მხარდამჭერები თვლიან, რომ მათ საკვების დარიგებით კანონი არ დაურღვევიათ, ვინაიდან "ოფიციალურად" აქტივისტები, რომლებიც პროდუქტებს არიგებდნენ მმართველი პარტიის მაისურებით და ქუდებით, პარტიის წევრები არ არიან.