Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

შვიდი თვის განმავლობაში პირველად, ბაიდენი ესაუბრა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს

0
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საუბარი გამართა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან, იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა ბევრი საკითხის გარშემო დავობს.


შვიდი თვის განმავლობაში გამართულ პირველ საუბარში ორმა ლიდერმა "ფართო, სტრატეგიული დისკუსია გამართა და შეეხო სფეროებს, რომლებშიც ჩვენი ინტერესები ემთხვევა, ისევე, როგორც სფეროებს, სადაც ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავებულია", - ამბობს თეთრი სახლი 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


ეს ორ ლიდერს შორის მხოლოდ მეორე სატელეფონო საუბარი იყო მას მერე, რაც ბაიდენი იანვარში შეუდგა პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას. ჩინეთის და აშშ-ის ურთიერთობა წლების განმავლობაში დაძაბული რჩება, მათ შორის, ვაჭრობის, კიბერუსაფრთხოების და ადამიანის უფლებების საკითხების გარშემო. ამასთან, აშშ ჩინეთს აკრიტიკებს გამჭვირვალობის არასაკმარისი ხარისხის გამოვლენის გამო კორონავირუსის პანდემიის დასაწყისთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიულ უთანხმოებასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. თუმცა, ორ ქვეყანას პოტენციურად ბევრი საერთო ინტერესიც აქვს - მათ შორის, კლიმატის ცვლილებები, კორეის ნახევარკუნძულზე ატომური კრიზისის პრევენცია და იმის უზრუნველყოფა, რომ შენარჩუნებულ იქნეს გლობალური ეკონომიკის ზრდის მათი ორი ცენტრი.


თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა საუბარში მკაფიოდ თქვა, რომ აშშ-ის სურვილია პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ ორი სახელმწიფოს კონკურენციას და უზრუნველყოფილ იყოს ის, რომ "კონკურენცია არ გადაიზრდება კონფლიქტში".


ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის მიერ 10 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, სი ძინპინმა ბაიდენს უთხრა, რომ აშშ-ის პოლიტიკა "სერიოზულ სირთულეებს" ქმნის და კავშირების სწორად წარმართვა "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მსოფლიოს მომავლისა და ბედისთვის". სი ძინპინის თქმით, "ჩინეთ-აშშ-ის კონფრონტაცია კატასტროფას მოუტანს ორივე ქვეყანას და მსოფლიოს".



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Блинкова проигала 143-й ракетке мира во втором круге турнира WTA в Клуж-Напоке






Барнаульский криминалист победила во всероссийском конкурсе

Россияне массово переходят на электронные полисы ОСАГО

Приёмным семьям Подмосковья увеличили ежемесячные выплаты

Европейские банки поднимают порог: русские ищут новые финансовые убежища