Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

0
საქართველოს პროკურატურამ ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს ბრალი დაუმძიმა. ინფორმაცია პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდა.


"მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა", - განაცხადა პროკურორმა.




მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


საქმეზე გამოძიება ორი მუხლით გრძელდება:



179-ე მუხლი - ყაჩაღობა;
109-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.


პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.


მანამდე დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავებოდა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. იგი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.




ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.


ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Владимир Иванов

Бадминтонист Владимир Иванов возглавил минспорт Челябинской области






Воробьев поучаствовал в семинаре для членов регионального правительства в Сбере

Космос в объективе. Космонавты открыли, какие фотографии выставлены на МКС

Президент Сирии Аш-Шараа заявил о прочных отношениях с Россией

Индекс Мосбиржи достиг 3100 пунктов впервые с 9 июля