Pussy Riot-ის წევრს მოსკოვის სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯა
Pussy Riot-ის წევრი დამნაშავედ ცნეს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში მისი პოსტის გამო, სადაც მოუწოდებდა ხალხს, გასულიყვნენ 23 იანვრის აქციაზე. ბრალდება ამტკიცებს, რომ ალიოხინას მოწოდებამ კორონავირუსით მასობრივი დაავადების საფრთხე შექმნა. ალიოხინამ დანაშაული არ აღიარა. ის იყო „სანიტარულ საქმეში“ ერთ-ერთი ბოლო ბრალდებული, რომელსაც სასამართლომ სასჯელი განუსაზღვრა.
განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ ექიმისთვის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლის, ანასტასია ვასილიევასთვის.
თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს ღამის სახლიდან გასვლის, შესაბამისი ორგანოების გაფრთხილების გარეშე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ასევე მასობრივ თავყრილობებზე დასწრების და მოსკოვის და მოსკოვის ოლქის გარეთ გასვლის აკრძალვას ნებართვის გარეშე.
„სანიტარული საქმე“ საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა ალექსეი ნავალნის მომხრეთა აქციის შემდეგ, რომელიც გაიმართა რუსეთის ათეულობით ქალაქში 23 და 31 იანვარს. სხვადასხვა ვადით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯეს ნავალნის არაერთ თანამებრძოლს.
ალიოხინა ცნობილი გახდა მას მერე, რაც ის დააკავეს Pussy Riot-ის მიერ ეკლესიაში პანკ-ლოცვის შესრულების გამო ნადეჟდა ტოლოკონიკოვასთან ერთად. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ხულიგნობის მუხლით.