Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ბანკზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: მშვიდად გამოიყურება, არაფერზე არ ღელავს

0
ყვარელში „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს შალვა მელიქიშვილს თელავის დროებით დაკავების იზოლატორში მისი ინტერესების დამცველი ლეილა გარსევანიშვილი შეხვდა. ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაკავებულის მოთხოვნით, ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ ილაპარაკებს.


„ის ძალიან მშვიდად გამოიყურება და არაფერზე არ ღელავს. მითხრა, მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გათქვაო", - განაცხადა ადვოკატმა და დაამატა, რომ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად ხვალ, 11 სექტემბერს, წარედგინება.


„საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული 49 წლის შალვა მელიქიშვილია. ის ქალაქ თელავში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მუშაობდა უფროს მზარეულად.


მისი დამსაქმებლის, შოთა დემინაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბოლო დროს ალკოჰოლ დამოკიდებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა.


შალვა მელიქიშვილი სამართალდამცველებმა 4 საათიანი სპეცოპერაციის დროს განაიარაღეს და დააკავეს.


გამოძიების ვერსიით, შეიარაღებულმა შალვა მელიქიშვილმა, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში 13 პირი მძევლად აიყვანა.


შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Лёнер Тин установил уникальное достижение в ATP с момента первого опубликования рейтинга






Захарова прокомментировала итоги выборов в Германии

Переговоры со спикером парламента Турции прошли продуктивно, заявила Матвиенко

Grandeclub отзывы: статусный брокер с превосходными условиями

«Ъ»: Осужденный за шпионаж американец Спектор не стал обжаловать приговор