Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ცხინვალში სწავლის დაწყებიდან ოთხ დღეში რამდენიმე კლასი კარანტინის რეჟიმზე გადაიყვანეს

0
კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოვლენის შემდეგ ორ საშუალო სკოლაში ორი კლასი დახურეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ხოლო ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება მთლიანად კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეს"-ი ავრცელებს.


დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული სამსახური აკვირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.


„ამჟამად, ორი კლასი ცხინვალის მეორე სკოლაში და ერთი კლასი მეთორმეტე სკოლაში დახურულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის ზომებს", - თქვა დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყებამდე ცხინვალის სამხატვრო ლიცეუმი კარანტინის რეჟიმზე იყო, რადგან პედაგოგებს შორის კორონავირუსით ინფიცირებულები გამოვლინდნენ.


ოკუპირებულ რეგიონში სასწავლო პროცესი 6 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდა. ადგილობრივი ექიმები კი შეშფოთებულები იყვნენ სკოლებში გამართული მასობრივი სადღესასწაულო ღონისძიებებით, სადაც ელემენტარული რეკომენდაციები არ იყო დაცული. თითქმის არავის ეკეთა პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვაზე საუბარიც არ იყო. ამჟამად ცხინვალის სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებული 51 პაციენტი მკურნალობს, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Поражение Соболенко в финале Australian Open назвали неслучайным






Когда рассеется тень санкций: взгляд на будущее России

Восемь человек пострадали в ДТП с автобусом и трамваем в Барнауле

Основы духовно-нравственной культуры народов РФ вернут в школы в 2026 году

Автоюрист Воропаев: как проверить авто из-за рубежа и избежать проблем с ФТС