Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ჰერმან საბო: ჩვენი ამომრჩეველი არჩევნებში ხმას ხვალინდელი ქათმის პრინციპით მისცემს

0
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „გირჩის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი თბილისის საკრებულოში ჰერმან საბო რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ განმარტავს, რომ პარტია არჩევნებს უყურებს როგორც რეფერენდუმს, თუმცა აქცენტი სხვა რამეზე აქვს გადატანილი. მისი თქმით, „გირჩი“ ნებისმიერ ახალ არჩევნებს განიხილავს, როგორც ფანჯარას თავისი იდეების გავრცელებისთვის და თავისი, იდეაზე დაფუძნებული ელექტორატის გაზრდისთვის, რასაც დრო სჭირდება.


„ჩვენ მთელ ამ პროცესს პოლიტიკური შექმნის დღიდან დღემდე და მომავალშიც ვუყურებთ, როგორც ნელ-ნელ ექსპანსიას და ჩვენი იდეების გავრცელებას. და ასე გამოზრდილი ამომრჩეველი შემდეგ უკვე სხვანაირად ლოიალურია და სხვანაირად კრიტიკული შენს მიმართ, რომ თუ გადაუხვევ დათქმული გეზიდან, ძალიან მარტივად მეორე დღესვე დაკარგავ იმ ამომრჩეველს. ასე ვთქვათ, თვითკონტროლის საშუალებაც არის“, - განაცხადა ჰერმან საბომ „საღამოს საუბრებში“. მისი თქმით, „გირჩისთვის“ ნებისმიერი არჩევნები და განვითარების გზა არის ნელ-ნელა „შეჟონვა“ ისეთ სივრცეებში, როგორებიცაა თვითმმართველობის ორგანოები თუ პარლამენტი.




„თუ მოვახერხეთ და ამომრჩეველს ეს ავუხსენით, მაშინ ის დაინახავს იმ განსხვავებას, რასაც სხვა პარტიების ამომრჩევლები დღევანდელი კვერცხის პრინციპით აძლევენ ხმას და ჩვენი ამომრჩეველი ხვალინდელი ქათმის პრინციპით მისცემს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ეს არჩევნები მნიშვნელოვანს არაფერს არ ცვლის, თუ მივედი და "გირჩს" მივეცი ხმა და გააზრებულად ვაძლევ ხმას, იდეის გამო ვაძლევ, მაშინ მათ ექნებათ მეტი შევაჭრების ძალაუფლება ნებისმიერ დონეზე. მაგალითად, მათ გარეშე ძნელად მოხდება რამე პოლიტიკაში“, - აღნიშნა ჰერმან საბომ. მისი თქმით, „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანია მიმართულია ასევე იმისკენ, რომ თვითმმართველობების არჩევნებისადმი საზოგადოების ნიჰილიზმი შემცირდეს და ადამიანებისთვის გასაგები გახდეს, რომ ყველა არჩევნები ლატარიაა:


„არჩევნები ლატარიასავით არის, სადაც თქვენ, რიგითო ამომრჩეველო, ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოიგოთ, იმისდა მიხედვით, რას შემოხაზავთ და როგორ მოიქცევით. არმისვლითაც შეიძლება რამე მოიგოთ. შეგიძლიათ მოიგოთ თქვენს უბანში არჩევითი შერიფები, შეგიძლიათ მოიგოთ თქვენი გადასახადების მეტად დარჩენა თქვენს ჯიბეში, შეგიძლიათ მოიგოთ წესიერი სასამართლო, წესიერი განათლება თქვენი შვილებისთვის. და თუ ასე ახსნილი ჯერ კიდევ გაუგებარია და ვერ გადმოვეცი ის განცდა, რაც მე მაქვს ამ კონკრეტული არჩევნების და ზოგადად არჩევნების მიმართ, მაშინ „გირჩი“ ეცდება, რომ მეორე გზით, „პორშეს“ გათამაშებით გაჩვენოთ, რომ არჩევნები მართლა მომგებიანია“, - განაცხადა ჰერმან საბომ „საღამოს საუბრებში“. პარტია უახლოეს ხანში აპირებს საპარლამენტო არჩევნების დროს დადებული დაპირების შესრულებას და იმ თანხით ნაყიდი ავტომანქანის, „პორშეს“, გათამაშებას, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების ფორმით მიიღო.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცესკოს თანახმად, მასში მონაწილეობას 48 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ.


 


 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Рублёв признался, что пережил депрессию после поражения на Уимблдоне-2024






Европейский политик посетил «Ашан» в Москве и удивился ассортименту товаров

Yahoo News Japan: Трамп может быть нацелен на укрепление связей с РФ и КНР

«Не снимаюсь в ужастиках»: путь актрисы из Казани – от «Алтын каләм» до фильмов с Янковским и Прилучным

Открытие завода по производству коммунальной техники в Ступино обсудили на инвестчасе