Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

დადგა დრო, ხმამაღლა განაცხადოს პრემიერმაც და “ოცნების” ხელმძღვანელობამ, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლის და ოპოზიციაში გადანაცვლების დროა

0

ვფიქრობ, დადგა ის დრო, ხმამაღლა განაცხადოს პრემიერმაც და “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან მათი წასვლის დრო არის და ოპოზიციაში უნდა გადაინაცვლონ. ეს ქვეყანა ამდენ ოცნებას ვერ უძლებს და ვერ გაუძლებს, საქმის კეთების დრო დადგა, – ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ახალციხეში, კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

“ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს მოქალაქეებს როგორი საქმის კეთება ვიცით, და როგორია საქმის კეთება, ამიტომ ეს ზღაპრები, რომლებსაც ვისმენთ, ამოუვიდა ყველას ყელში და ამ ფუჭ ოცნებას საქართველო დაამთავრებს 2 ოქტომბერს. გარდაუვალია მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, 43%-იან ბარიერს “ქართული ოცნება” ვერ მიაღწევს, დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები, რაც იქნება საწინდარი ჩვენს ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნის და განვითარების ძალიან სწრაფი ტემპის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ “ლელო” საკმაოდ მძლავრად შევიდა საარჩევნო მარათონში და პარტია მხარს დაუჭერს ისეთ ოპოზიციურ კანდიდატებს, რომლებიც პროდასავლურ ორიენტაციას იზიარებენ.

“ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 8 კანდიდატი გვყავს და 2000 მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩვენ საკამოდ მობილურად და მძლავრად შევედით საარჩევნო მარათონში. რაც შეეხება ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ჩვენს იდეოლოგიას, პროდასავლურ ორიენტაციას იზიარებენ, ოპოზიციურ კანდიდატებზე მაქვს საუბარი, ჩვენ ასეთ ადამიანებს მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко проиграла в первом круге турнира WTA-1000 в Дохе






Выполнен второй этап благоустройства возле станции метро «Пыхтино» в ТиНАО

Наставник уходит. Ирина Винер покинула пост главного тренера сборной России

На портале mos.ru появился новый спецпроект «Московская торговля»

Суд заочно арестовал одного из создателей спорткара Spyker Пессиса