კახა კალაძე – 56.1%, ნიკა მელია 28.3% – “ქართული ოცნების” სოციოლოგიური კვლევის შედეგები
0
“ქართულმა ოცნების” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? –
“ქართული ოცნება” – კახა კალაძე – 56.1%.
“ნაციონალური მოძრაობა” – ნიკანორ მელია 28.3%.
პარტია “საქართველოსთვის” – გიორგი გახარია – 6.2%.
“ხალხისთვის” – ანა დოლიძე – 2.2%.
“ლელო” – ანა ბიბილაშვილი – 1.9%
“პატრიოტთა ალიანსი” – გიორგი ლომია – 1.3%.
“მესამე ძალა” – თამარ კეკენაძე – 0.9%.
“ლეიბორისტული პარტია” – მიხეილ ქუმსიშვილი – 0.7%.
სხვა კანდიდატები – 2.4%.
საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.