Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ანდრო ლოსაბერიძე: ერთადერთი დაპირება, რაც „ოცნებამ“ ქუთაისს შეუსრულა, პარლამენტის თბილისში გადატანა იყო

0
ქუთაისის მერობის კანდიდატი, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი ანდრო ლოსაბერიძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ ქალაქის განვითარებისთვის ნომერი პირველი ამოცანა საპარლამენტო სტატუსის დაბრუნებაა. გადაცემაში ანდრო ლოსაბერიძემ თქვა, რომ ქუთაისის მერი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ვერ შეძლებს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში, იგი მზად არის ამ მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისთვის იმუშაოს.


„საპარლამენტო სტატუსის წართმევით ქუთაისს ძალიან დიდი ბოროტება გაუკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და თუ რამე შეასრულა ბოლო პერიოდის დაპირებებიდან, ოდიოზურ დაპირებებს აღარ ჩამოვთვლი, ერთადერთი დაპირება რაც შეუსრულა, პარლამენტის უკან გადატანა იყო თბილისში, რითიც ძალიან დიდი პერსპექტივა წაართვა ქალაქ ქუთაისს. რა თქმა უნდა, ქუთაისის მერი ვერ შეძლებს ამ საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც შეეცდება საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ამ კუთხით, ამ მიმართულებით. ჩვენს საპარლამენტო გუნდთან ერთად მივაღწევთ იმას, რომ დადგეს დღის წესრიგში ეს საკითხი და შესრულდეს ჩვენი ერთ-ერთი დანაპირები, რომ ქუთაისს უნდა ჰქონდეს საპარლამენტო სტატუსი და შესაბამისად განვითარების რეალური პერსპექტივა“, - განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ „დღის საუბრებში“.




ქუთაისში არსებული პრობლემებიდან "დღის საუბრებში" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ განსაკუთრებულად გამოყო როგორც შიდა, ისე გარე მიგრაციის საკითხი და განაცხადა, რომ ბოლო კვლევების თანახმად, გასული ორი წლის განმავლობაში ქალაქი 15 000-მა ადამიანმა დატოვა. ანდრო ლოსაბერიძე ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, „მესამე ძალა - სტრატეგია“ აღმაშენებლის საქმიანობა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქუთაისი ევროპული ქალაქი გახდეს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ქალაქიდან წასული ადამიანები უკან დაბრუნდნენ.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში სულ 43 საარჩევნო სუბიექტი ღებულობს მონაწილეობას. ქუთაისის მერობისთვის 5 სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები იბრძოლებენ.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

В сети появилось трогательное видео Рыбакиной с детьми






Ушла от Тихонова и жалела. Громкие разводы советских звезд

Празднование в честь иконы Божией Матери «Утоли мои печали» — история и чудеса

Прежний успех позади. Звезды-дети: как сложились их судьбы

Зима еще даже не началась: Роман Вильфанд сообщил, когда нагрянут сумасшедшие морозы