ხაბაროვსკთან აღმოაჩინეს რადარებიდან გამქრალი თვითმფრინავის ნამსხვრევები
„ეკიპაჟს ფაქტობრივად არ ჰქონდა გადარჩენის შანსები, თვითმფრინავის ყველაზე დიდი ნამსხვრევი სიგრძეში არ აღემატება ერთ მეტრს, ისინი მთელი სიჩქარით შეეჯახნენ მთას. An-26 უბრალოდ წვრილ ნაწილებად დაიმსხვრა,“ იტყობინება სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და კავშირზე გამოსვლა შეწყვიტა ხაბაროვსკის აეროპორტიდან 40 კილომეტრზე. ის რადიომეთვალყურეობის სისტემებს ამოწმებდა.
An-26-ის ნამსხვრევები ხუთშაბათს აღმოაჩინა სამაშველო ვერტმფრენმა. ნამსხვრევები რთულად მისასვლელ ადგილზე მდებარეობს სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
წინასწარი მონაცემებით, ავარია შეიძლება გამოეწვია ცუდ ამინდს ან მფრინავის შეცდომას. არ გამორიცხავენ არც ტექნიკურ გაუმართაობას.