კახეთის საზღვრისპირა სოფელში ადიდებულა მდინარემ სახლები დატბორა
დატბორილია სოფლის კულტურის სახლი, ამბულატირია და საბავშო ბაღი. რამდენიმე ოჯახს გაუნადგურდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები. ისინი წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებენ.
ამ დროისთვის მდინარის კალაპოტში წყლის დონემ იკლო.