Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ზომა რუსეთის ვალით ვაჭრობის შესახებ, არჩევნებში ჩარევის პასუხად

0
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა შესწორება, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს აუკრძალავს ახლახან გამოქვეყნებული, რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვას და გაყიდვას როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. შესწორება, რომელიც თავდაცვის ხარჯების კანონპროექტს დაემატება, წარმოადგენს ნაწილს კონგრესის ძალისხმევისა მოსკოვი დასაჯოს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ცნობების გამო. 


თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი, რომელსაც თავდაცვის ბიუჯეტის კანონის (NDAA) სახელით იცნობენ, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში, ფართო მხარდაჭერით დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში. ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ეწევა კანონს სენატში. 


შესწორების ერთ-ერთი ავტორის, წარმომადგენელთა პალატის წევრის, ბრედ შერმანის (დემოკრატი, კალიფორნია) თქმით, საკრედიტო ანალიზის რეიტინგის რუსული ფირმის, ACRA-ის მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ სუვერენულ ვალზე სანქციამ შესაძლოა რუსეთის მთავრობას სესხის ფასი 0.5 პროცენტიდან 0.8 პროცენტამდე გაუზარდოს. "ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფასია რუსეთის ხელისუფლებისთვის" - ამბობს შერმანი 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: "აშშ-ის მოქალაქეებისთვის ახალი რუსული სუვერენული ვალით ვაჭრობის დაუყოვნებლივი აკრძალვა გაგზავნის ძლიერ მესიჯს, როგორც ბაზრებზე, ისე პუტინთან, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს პიკისთვის არ მიუღწევია და აშშ მზადაა შეეწინააღმდეგოს პუტინის ძალისხმევას, რომლის მიზანია ძირის გამოთხრა ჩვენი დემოკრატიისთვის და ჩვენი ქვეყნის დაყოფა". 


რუსეთი მუდმივად უარყოფს ბრალდებებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ.


ახალი აკრძალვა შეეხება მეორად ბაზრებზე ვაჭრობას ფასიანი ქაღალდებით ნებისმიერ ფულად ერთეულში, რომელსაც გასცემენ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი და ფედერალური ხაზინა 14 დღის მეტი დაძველებით. აშშ-ის ამჟამინდელი სანქციები კრძალავს რუსეთის ახალი სუვერენული ვალის შესყიდვას, მაგრამ არ ეხება მეორად ვაჭრობას. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Обидчица Елены Рыбакиной повторила достижение Марии Шараповой






Блогер кыз торт өстендә шартлаган шар аркасында сукыр кала язган

Команда фильма «Красный шёлк» выразила особое отношение к Псковскому краю

Baza: Взрыв прогремел у многоэтажного дома в Балаково

Пассажир экстренно севшего в Петербурге самолета: левый двигатель начал шуметь