Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ISFED: 3 კვირაში სავარაუდო ძალადობის, იძულების, ზეწოლის, მოსყიდვის 20-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

0
სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს და აცხადებს, რომ 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 3-კვირიან პერიოდში კვლავ იყო სავარაუდო ძალადობის, იძულების, ზეწოლის ან მოსყიდვის შემთხვევები. ახალი კვლევის პრეზენტაცია დღეს, 23 სექტემბერს გაიმართა.


"არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი. გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ. კვლავ ფიქსირდება პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლა/მუქარის ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები, რათა მათ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. მსგავსი ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკვეთა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


კვლევის მიხედვით, 3-კვირიან პერიოდში გამოვლინდა:



სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 2;
სამსახურიდან  სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 4;
სავარაუდოდ  პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 20;
ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 3;
ამომრჩევლის სავარაუდო  მოსყიდვის - 5;
მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 1;
არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის - 12;
საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების - 5 ფაქტი. 
ქვეყნის მასშტაბით, შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.


"შენარჩუნებულია საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის ტენდენცია, რომელიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფიქსირდება და, მათ შორის, საჯარო მოხელეების, საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ, სამუშაო საათებში, ფეისბუქით განხორციელებული აგიტაციის კამპანიას მოიცავს", - აცხადებენ მკვლევრები.




საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ტარდებ



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рио (ATP). 1/4 финала. Зверев сыграет с Комесаньей, Серундоло – с Мюллером






В зоне СВО освящена еще одна полевая часовня

Липчан удивил огромный баннер метро Москвы на окраине города

«МК»: Тела двух подростков нашли в подмосковной Балашихе

Михаил Ефремов сорвал свое УДО из-за использования смартфона в колонии