ჰერათში თალიბანის მიერ უფლებების ფართოდ დარღვევა შიშს აღძრავს ავღანელ ქალებში
მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს ჰერათზე კონტროლი დაამყარეს, ისლამისტური ჯგუფის წევრებმა "მაღალი პროფილის ქალების ძებნით ქალებსა და გოგონებს შიში ჩაუნერგეს, ქალებს წაართვეს გადაადგილების თავისუფლება სახლს გარეთ, შემოიღეს სავალდებულო სამოსის წესები, მძლავრად შეზღუდეს მუშაობის და განათლების შესაძლებლობები და შეკვეცეს მშვიდობიანი შეკრების უფლება" - აცხადებენ 23 სექტემბერს ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) და სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SJSU) ადამიანის უფლებების ინსტიტუტი.
ორი ორგანიზაცია ამბობს, რომ ჰერათში ტელეფონით ესაუბრა შვიდ ქალს, მათ შორის აქტივისტებს, განათლების სფეროში მომუშავეებს და უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათ გამოცდილებაზე მას შემდეგ, რაც ქალაქს თალიბანი დაეპატრონა. ქალები ორგანიზაციებს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, რადგან საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშობდნენ და უფლებადამცველებს უთხრეს, რომ მათი ცხოვრება "თავდაყირა დადგა" იმ დღეს, როცა ჰერათზე თალიბანმა დაამყარა კონტროლი.