საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 1653 ადამიანს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 553 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1653 შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 600 000-ს გადააჭარბა.
ბოლო დღე-ღამეში 2646-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
23 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური მაჩვენებელი 5.79%; ბოლო 7 დღის - 6.44%; ბოლო 14 დღის - 6.85%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 885 საიდანაც:
4 915 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 842, აჭარაში - 503, იმერეთში - 962; ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში - 427, აჭარაში - 127, იმერეთში - 315. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 305 პირი, მათგან თბილისში - 182, აჭარაში - 27, იმერეთში - 28; 930 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 474 - თბილისში, 293 - აჭარაში; 17 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 602 065 შემთხვევა. მათგან 570 443 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8711 ადამიანი.