Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ნაფიცმა მსაჯულებმა თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დამნაშავედ ცნეს

0
თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული, თელავის კრიმინალური პოლიციის ყოფილი მოადგილე ვანო ზანდარაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.


11 ნაფიცი მსაჯული, გადაწყვეტილების მისაღებად, თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს, ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის შესაბამისად, სასჯელის დადგენაზე, მოსამართლე უახლოეს საათებში იმსჯელებს.


ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება საბოლოოა და არცერთ ინსტანციაში არ საჩივრდება.


წინა სასამართლო სხდომაზე 8 სექტემბერს ყოფილმა პოლიციელმა ვანო ზანდარაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა გამოძიებას არ დაეთანხმა განზრახ მკვლელობის ნაწილში და განმარტა, რომ დანაშაული აფქეტურ მდგომარეობაში ჩაიდინა ვინაიდან, მანქანით მგზავრობისას ზურაბ საჩიშვილი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.


8 სექტემბრის სხდომაზევე ზანდარაშვილმა ნაფიც მსაჯულთა წინაშე, განაცხადა, რომ გარდაცვლილი, ზურაბ საჩიშვილი, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოსთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის დამალვას სთხოვდა.


ბრალდებულმა აღნიშნა, რომ საჩიშვილი ამ ფაქტით გაღიზიანებული იყო და მკვლელობის ღამეს, მის პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფდა.


მკვლელობა სოფელ იყალთოში 2020 წლის 25 დეკემბერს  მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციელმა, ვანო ზანდარაშვილმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მერიის თანამშრომელი კი დაჭრა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობდა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Прямая трансляция матчей Рыбакиной и Путинцевой на турнире в Дохе






СберНПФ отчитался за ПДС. Россияне учатся копить вместе с государством

Зверева после интервью Собчак: «Не стыдно, что у меня дома стоят капсулы с плацентой, что я делаю волосы у лица гуще»

Соотечественники в Словакии дали старт мероприятиям к юбилею Победы

Где и когда похоронят Олега Стриженова