WHO-მ დონორებს მოუწოდა, განაახლონ ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ვითარება ჰუმანიტარული კრიზისისკენ მიდის, ბევრი საერთაშორისო დონორი თავს იკავებს ფულის მიცემას თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობისთვის, რომლის ზოგიერთი წევრი საერთაშორისო სანქციების სიაში შედის.
„ქვეყნის ისედაც სუსტი ჯანდაცვის სისტემა დიდი ზეწოლის ქვეშაა,“ განაცხადა ავღანეთის საკითხებში WHO-ს წარმომადგენელმა ლუო დაპენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, WHO ალტერნატიულ გზებს ეძებს ჯანდაცვის დაწესებულებების დასაფინანსებლად.
600 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი ინიციატივით, რომელსაც მსოფლიო ბანკი ზედამხედველობს, ავღანეთში დაფინანსდა ასობით ჯანდაცვის დაწესებულება. მაგრამ, WHO-ს ვარაუდით, ამჟამად მათი ერთი მეხუთედია მწყობრში.
