Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

მე ნიკა მელიასავით არ მოვიქცეოდი: გიგა ბოკერია მელია-კობახიძის დაპირისპირებაზე

0
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტთან დაპირისპირება იმ ფორმებით, რომელსაც 23 სექტემბერს ადგილი ჰქონდა ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის.


„მე ასე არ მოვიქცეოდი. მე არ ვარ მომხრე ასეთ რეჟიმთანაც კი ამ ტიპის ჟესტების, თუმცა ყველაფერი უნდა ჩავსვათ კონტექსტში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ქმედების შეფასებისას და დასძინა ისიც, რომ როცა მსხვერპლს ადანაშაულებენ, პოლიტიკოსს შესაძლოა ნერვებმა უმტყუნოს:


„როცა ასეთი რაღაცეები ხდება [დმანისის ინციდენტი] და მერე გვესმის პროპაგანდა ყველასი და კობახიძე ამ პროპაგანდის გამორჩეულად სამარცხვინო წარმომადგენელია, რომ მსხვერპლს ან მის პოლიტიკურ ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში მელიას პოლიტიკურ პარტიას აბრალებს ამბავს, რომელიც ჩადენილია აშკარად მმართველი გუნდის საარჩევნო მანქანის წარმომადგენლების მხრიდან, თავი რომ დავანებოთ წარსულ შემთხვევებს, ყველას, რომელიც გვიდასტურებს დაუსჯელობას...ზოგჯერ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ნერვებმა უმტყუნოს პოლიტიკოსს, მარა არ უნდა უმტყუნოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ „საღამოს საუბრებში“.




გადაცემაში მან აღნიშნა, რომ დმანისის შემთხვევების მსგავსი ინციდენტები წინა არჩევნებზეც მრავლად იყო და ისინი გამოუძიებელი დარჩა.


„ასეთი შემთხვევები არის უამრავი და ამას უპირისპირებს ივანიშვილის რეჟიმი პუტინისტური სტილის უტიფარ პროპაგანდას...როგორ შეიძლება ოპოზიციურ პარტიას შეხვედრა ჰქონდა და ვიღაც მიუვარდა და დაჭრა და მას დააბრალო ეს. ხო აბსურდია. მიუხედავად ამისა, მე ასე არ მოვიქცეოდი, მარა ჩვენს ქვეყანაში თუ რამე არის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ის კონტექსტი და ის ფონი, რაზეც ვისაუბრე და არა თუნდაც რომელიმე პოლიტიკოსის, რომელსაც მე მხარს ვუჭერ ამ შემთხვევაში, ჩემთვის, ჩემი აზრით, შეუფერებელი საქციელი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.


"შენ გჯერა, რომ დმანისში მართლა ჩვენ დავჭერით ჩვენი მხარდამჭერები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ", - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


საპასუხოდ კობახიძემ მელიას, ასევე, უწოდა ნაძირალა.


დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები გაიმართა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.




„ქართული ოცნებისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოგვიანებით მისი ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი კობახიძე საზოგადოების მიმართ ბოდიშით გამოეხმაურა:


„დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




21 სექტემბერს, ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. ამ ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაკავებულია ამავე სოფელში "ქართული ოცნების" კანდიდატის შვილი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович вышла в четвертьфинал парного разряда турнира WTA-250 в Румынии






В Свердловской области загорелся ангар с полиэтиленом

Шапку, шлем и шубы из главного музея Хакасии отреставрировали в Москве

Житель Подмосковья обманул многодетную семью из США

«Продумали до мелочей». Ирина Каклюгина рассказала о проекте «Моя школа»