კობახიძე ადასტურებს, ე.წ. სუს-ის ფაილებში მასთან დაკავშირებული ეპიზოდის ნამდვილობას
„ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. სამი წლისთავზე გამიჭირდება იმის თქმა, ეს სატელეფონო საუბარი იყო თუ სხვა ფორმატის, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა. საერთოდ არ ვიცი, რა წყაროთი შეიძლება ეს ინფორმაცია მოპოვებული იყოს, მაგრამ ეს ფაქტები მე მახსოვს", - თქვა კობახიძემ.
რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად, სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.
ამ საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი და თქვა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.