Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

რვა დღე არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 სექტემბერს

0
"სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებს" - ევროკავშირის სესხისა და პრობლემების ჯაჭვის ამბავი



როცა საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან უფრო მაღალპროცენტიანი სესხის მიღებაზე თანხმდება, ბევრს ევროკავშირის იაფ სესხზე ნათქვამი უარი გაახსენდა.


ხელისუფლების არგუმენტები გაუგებარია როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო წრეებში. თუმცა სესხის საკითხზე მსჯელობა უკვე დიდი ხანია გასცდა წმინდა ფინანსურ თუ ეკონომიკურ ფარგლებს. დისკუსიებში თუ კომენტარებში, შინ თუ გარეთ, ეს თემა იმ პრობლემებისა თუ მსუბუქი დაძაბულობის ნაწილად განიხილება, რომლებიც ბოლო დროს იჩინა თავი საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობებში ევროკავშირთან.


ამას დაემატა ისიც, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მიმართ სერიოზული კითხვები გაუჩნდა ე.წ სუს-ის მოსმენებთან დაკავშირებით, რომელშიც დიპლომატებიც ფიგურირებენ.


ამ ყველაფრის ფონზე პოლიტიკური პარტიები 23 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან და სხვა ევროპელ ელჩებთან მართავდნენ შეხვედრებს.


როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა - მსჯელობა ძირითადად წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა და მას შეკითხვებიც დაუსვეს, მაგრამ არა „მოსმენების“ თემაზე.


ოპოზიციონერი ლიდერები კი ევროკავშირის წარმომადგენლობაში მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა დასრულდა. საელჩოში მიტანილი მათი მესიჯები ძირითადად იმ ფაქტს უკავშირდებოდა - რომ „ოცნება“ სულ უფრო აშკარად შორდება ევროპულ ფასეულობებს.


გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ, ერთმანეთს თითქმის ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეები.


როგორ გაჩნდა პრობლემების ჯაჭვი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არჩევნების წინ? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.


ამ თემაზე ასევე ნახე:



პრემიერი განსაკუთრებით მოუწოდებს „რადიკალური ოპოზიციას" თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან
მელია: ყველამ დაინახა, განსაკუთრებით პარტნიორმა ელჩებმა, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე




რა დაუჯდება სახელმწიფოს “ენკას” წასვლა, რომელსაც “კაბალურ პირობებზე” თავად გაურიგდა



ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია, “ენკა” საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს ჰესის აშენებაზე.


უკვე ფასდება ზიანი და სარგებელი რაც შეიძლება დადგეს ენკას საქართველოდან გასვლით.


ინვესტორი კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევით და ფორსმაჟორით ხსნის. პოლიტიკურ ფორსმაჟორად ხელშეკრულების მიხედვით სხვა რამეებთან ერთად, მიიჩნევა “ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რაც ხელს უშლის მშენებლობას ან “პროექტის” ოპერირებას ან ზოგადად “პროექტს” და ხანგრძლივობით აღემატება 21 დღეს ჯამში ნებისმიერი ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში.” “რიონის ხეობის მცველების” პროტესტი კარვებში 330 დღეა გრძელდება.


“ენკა” რიონის ხეობას წინასამშენებლო ეტაპზე ტოვებს. პროცესის ამ წერტილში კომპანიას შეუძლია სახელმწიფოს მოსთხოვოს მისი კუთვნილი მიწების და სხვა გადაცემადი აქტივების შეძენა სამართლიან საბაზრო ფასად და მთავრობა ვალდებულია, ის შეიძინოს.


2020 წელს მთავრობამ “ენკას” პროექტის განსახორციელებლად 121 ნაკვეთი, 325 ჰექტარი[ მათ შორის 296 ჰა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია] საკუთრებაში გადასცა. იმის მიუხედავად, რომ “ენკამ” ამ მიწებში სიმბოლური ფასი, 121 ლარი გადაიხადა, შეუძლია სახელმწიფოს საბაზრო ფასად მიყიდოს უკან.


ვრცლად წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.


 




და მაინც, გასდის თუ არა ვადა „ფაიზერს“?



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოსული „ფაიზერის“ დიდ ნაწილს ვადა წლის ბოლოს ეწურება. ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქვეყანას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ათვისების პრობლემა არ ექნება.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე, ასათვისებელია „ფაიზერის“ 600 000-ზე მეტი დოზა ვაქცინა:


„ივლისის 25-დან ქვეყანაში შემოვიდა 1.5 მილიონი დოზა ვაქცინა. ორ თვეში უკვე გამოყენებულია 880 000 მდე. დარჩენილია 620 000 მდე. „ფაიზერის“ უმეტესობას, 65%-ს, ვადა აქვს წლის ბოლომდე, ნაწილს ნოემბრის ბოლომდე. ათვისებაში არ იქნება პრობლემა. პირიქით მეტი დაგვჭირდება და ყველამ უნდა მოვინდომოთ რომ სამიზნეზე გავიდეთ“, - მოსწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება რადიო თავისუფლებას ამირან გამყრელიძემ.


კითხვები „ფაიზერის“ ვადებთან დაკავშირებით, 22 სექტემბერს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა ვაქცინაციის ტემპის კლებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ფაიზერის" მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც საქართველოშია შემოტანილი, ვადა გასდის.


წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.


 




გაეროს გენერალური ასამბლეა: დღეს სიტყვით გამოვა ირაკლი ღარიბაშვილი



გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან ნიუ-იორკში უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები და დაესწრო ასამბლეის გახსნას.


ინტერპრესნიუსის ცნობით სიტყვით გამოსვლისას პრემიერი აპირებს, რომ საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილოს ყურადღებას.


მსოფლიოს ლიდერების გამოსვლები 21 სექტემბრიდან მიმდინარეობს აშშ-ში. გუშინ ტრიბუნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიკავა. უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს მოუწოდა მეტი გააკეთოს საიმისოდ, რომ უპასუხოს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომს - სადაც მთავრობის ძალები კვლავ უპირისპირდებიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, შვიდწლიან ომში, რომელსაც 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.


 




ვინ გაშალა კახეთში „თვალუწვდენელი სუფრა“ და დაირღვა თუ არა დადგენილი წესები



14 სექტემბერს „ფეისბუკში“ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თვალუწვდენელი სუფრა და მის გარშემო მყოფი ათეულობით ადამიანი.


აღწერის მიხედვით, სუფრა გაშლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე „ჯავახიშვილების მარანში“, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „გრატა“.


რადიო თავისუფლება დაინტერესდა და ცდილობდა გაერკვია, როგორ ჩაატარა კომპანიამ „ღონისძიება“ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა ქვეყანაში 2020 წლის 10 სექტემბრიდან იზღუდება 10 ადამიანზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვა.


ჩვენ დავუკავშირდით ახალსოფელში მდებარე „ჯავახიშვილების მარანს“. მარნის წარმომადგენელმა (ვინაობას არ ასახელებს) გვითხრა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები რომელზეც ხალხმრავალი სუფრაა ასახული, გაიმართა 3 წლის წინ და არანაირი კავშირი არ აქვს პანდემიასთან.


„მერე რა, რომ 14 სექტემბერს გამოქვეყნდა - ეგ გამოქვეყნების თარიღია, თორემ ძველი ფოტოები გავრცელდა. ნამდვილად ძველის ძველი ფოტოებიაო“ - ირწმუნება, „ჯავახიშვილების მარნის“ წარმომადგენელი. თუმცა ფოტოები, რომ მიმდინარე წელს არის გადაღებული, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა კომპანია „გრატა“-ს დირექტორმა ირმა კოდუამ.


წაიკითხე მეტი გიორგი ალადაშვილის სტატიაში.


 




როგორ გადავარჩინოთ ბავშვები "მისტიკური სინდრომით" - საქართველოს ახალი პროტოკოლი აქვს



საქართველოში ასამდე ბავშვს კორონავირუსის გადატანის შემდეგ რამდენიმე კვირაში, პოსტ კოვიდური მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) დაუდგინდა. ეს არის კოვიდის შემდგომი გართულება, რომელსაც სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. დღეს ექიმები შემთხვევების მატებას ელოდებიან. რატომ ემართებათ ბავშვებს MIS-C, რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა შეიძლება გაკეთდეს ? - ამ და სხვა კითხვებით რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ანი ბურდულმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს მიმართა.


- MIS სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობა, სწორედ იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ. ბატონო ივანე, ათობით ბავშვი ხვდება თქვენს კლინიკაში კოვიდის შემდგომი პოსტ კოვიდური გართულებებით, რას უჩივის მათი უმრავლესობა?


MIS-C არის ერთადერთი შემთხვევა პოსტ კოვიდურ გართულებებს შორის, რასაც ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა სჭირდება.


ეს იმდენად მწვავე პრობლემაა რომ დღეს ჩვენ გვაქვს დაავადების მართვის ეროვნული პროტოკოლი, რომლის შექმნაშიც ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და შესაბამისად, ექიმებმაც იციან როგორ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტების 90% სწორედ იაშვილის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.


ყველა სხვა მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ხანგრძლივ კოვიდს ვეძახით, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ არის პრობლემა და დროთა განმავლობაში თავისით გაივლის, მაგალითად, დაბალი ტემპერატურა, ძილის დარღვევა, გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა.


წაიკითხე მეტი.


 




 




 


კუს ტბის ფერდობებს თუ ჩაუყვებით, ზედ კლდოვანი მთის ფერდზე, რომელიც ჟვანიას ქუჩას და დანარჩენ თბილისს გადაჰყურებს, ქვებისგან შექმნილ კონსტრუქციას დაინახავთ. სხვადასხვა ფორმის ფიგურები ერთმანეთზე დაწყობილი ქვებისგან არის შექმნილი და მინიგალავნის შთაბეჭდილებას ტოვებს. იქ მოსეირნე ადამიანებს შეუმჩნევიათ კაცი, რომელიც ამ ნაგებობას აკეთებდა. ქვები ერთმანეთს აბალანსებს და უწყვეტი ჯაჭვით მიჰყვება მთისპირს. ავტორი ადგილზე არ დაგვხვდა - მისი ვინაობა უცნობია და ჯერ არც ის ვიცით, აგრძელებს თუ არა ის შენებას. უკვე აგებული ქვის ეს კონსტრუქცია ჯერ არავის დაუნგრევია და იქ მოხვედრილ ადამიანებში ცნობისმოყვარეობას იწვევს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

ATP опубликовала окончательный рейтинг теннисистов по призовым, заработанным в 2024 году






В правительстве проанализируют причины роста потребления электроэнергии в России

Президента Индонезии Субианто пригласили на 80-летие Победы в Москву

Пушков призвал датчан следить за Фредериксен из-за страха российских атак

Хороших новостей нет: "После СВО сразу же начнётся что-то другое" - Стешин