Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან კიდევ ერთი მიგრანტი დაიღუპა

0
პოლონეთის სასაზღვრო უწყების ცნობით, ერთი ერაყელი მიგრანტი დაიღუპა ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს. ეს აღნიშნულ არეალში უკვე მეოთხე შემთხვევაა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე კვლავ გრძელდება არალეგალ მიგრანტთა კრიზისი, რაშიც კავშირის ოფიციალური პირები ბელარუსის რეჟიმს ადანაშაულებენ.


24 სექტემბერს ევროკავშირში განაცხადეს, რომ საზღვრის ეფექტიანი კონტროლი მათმა წევრმა სახელმწიფოებმა ისე უნდა განახორციელონ, რომ ეს არ მოხდეს ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე.



„ჩვენ მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ უზრუნველყონ საზღვარზე მყოფი ადამიანების აუცილებელი დახმარება და მოვლა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრესმდივანმა.



პოლონეთის სასაზღვრო უწყების ცნობით, პოლონეთის საზღვარზე ბელარუსის საზღვრიდან 500 მეტრის დაშორებით პარასკევ დილით ერაყელ მიგრანტთა ჯგუფი დააკავეს.


„ერთ-ერთი მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სცადეს მისი გადარჩენა“, - ნათქვამია პოლონეთის საზღვრის დაცვის უწყების მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში.






პოლონეთი და ლიეტუვა აწყდებიან ძირითადად ერაყელი და ავღანელი მიგრანტების მოზღვავების გამო წარმოქმნილ სასაზღვრო პრობლემას, რის გამწვავებაშიც ისინი ბელარუსის დღევანდელ რეჟიმს ადანაშაულებენ.


პოლონეთისა და ბელარუსის სასაზღვრო ზოლები გაყოფილია მავთულხლართიანი ზღუდით. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების მიღება მინსკის „შანტაჟზე“ დათანხმების ტოლფასი იქნება.


ცოტა ხნის წინ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატმა დაბეჯითებით მოუწოდა პოლონეთს, მიიღოს ჩიხში მოქცეული მიგრანტები და განაცხადა, „თუმცა ჩვენ ვაღიარებთ პოლონეთში მიგრანტების ბოლოდროინდელ ჩასვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მოვუწოდებთ პოლონეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ადამიანების ტერიტორიაზე შესვლა, დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება, იურიდიული კონსულტაცია და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა“.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев и Рублев ухудшили свои позиции в рейтинге ATP






На любителей ревущих моторов и громкой музыки на дорогах московские власти готовят специальные шумовые камеры

Член СПЧ Меркачева сообщила о смерти в СИЗО экс-главы УВД Озер Камышова

Капитан «Ювентуса» покинул клуб

Сова залетела в класс школы в Красноярксе