Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

ნიკა მელიას დაპირისპირება არ უნდა დაეწყო, არც ირაკლი კობახიძის პასუხი იყო სწორი

0

ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობა ჰქონდა, ნიკა მელიასთვის პასუხი არ გაეცა და ეჩვენებინა, რომ ჩხუბსა და კონფლიქტზე მაღლა დგას – ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მელიაზე იქნებოდა, – ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორი პარტიის თავმჯდომარეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

როგორც რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მელიასთან ამდაგვარი გამოცდილება მასაც აქვს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს აგრესიას აგრესიით არ უპასუხოს.

“ისეთი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომელთა უკან ასობით ათასი ამომრჩეველი დგას, საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ. ნიკა მელიას დაპირისპირება არ უნდა დაეწყო. არც ირაკლი კობახიძის პასუხი იყო სწორი – დაძაბულობა ისედაც გვაქვს, კონფლიქტები ხელოვნურად რომ არ შევქმნათ. მომხადარი დაპირისპირების არც ერთი ნაწილი არ იყო სწორი. ნიკა მელიაზე არის პასუხისმგებლობა, რადგან ეს ყველაფერი მან დაიწყო, მაგრამ ირაკლი კობახიძეს შეეძლო მელიასთვის პასუხი არ გაეცა და მშვიდად წასულიყო. ამით ბევრად მეტს მოიგებდა. თუ ჩხუბი უნდათ, პარლამენტში შემოვიდნენ და აქ იჩხუბონ”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანაში ერთმანეთისადმი გინება ნორმა ხდება. “როგორც კი საჯარო პოლიტიკაში შევედი ფეისბუქზე და სადღაც უამრავი ადამიანი მაგინებს, ეს საჯარო პერსონისთვის ჩვეულებრივი ამბავია”, – დასძინა რაქვიაშვილმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Джокович рассказал об отравлении в Австралии в 2022 году






Облачность с прояснениями ждет столицу 12 января

Милла Йовович снялась в экранизации рассказала Джорджа Р. Р. Мартина «В потерянных землях»

Источник 360.ru: а юго-востоке Москвы три человека получили травмы из-за ДТП

Певица Акула, недавно ставшая мамой, тайно вышла замуж за известного композитора — фото