Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

მძიმე მდგომარეობის დიაგნოზია კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომ კობახიძის შელახული თავმოყვარეობა აღედგინათ, რადგან მათი ყოჩი ცუდად გამოიყურებოდა

0

მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის რეაქციაზე, რაც მათ გუშინდელ ინციდენტზე ჰქონდათ, შეშფოთებულები უნდა ვიყოთ.

„მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა, თუმცა შეშფოთებული უნდა ვიყოთ იმ რეაქციაზე, რაც მმართველ გუნდს ამ ინციდენტზე ჰქონდა. ეს კიდევ ერთი შტრიხია და მძიმე მდგომარეობის დიაგნოზი კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომ მათი ყოჩი ცუდად გამოიყურებოდა, ქუჩურად და ამის შურისძიებას გეგმავდნენ, რომ კობახიძის შელახული თავმოყვარეობა აღადგინონ. ამისთვის იყენებენ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდებს, რომელიც მათი საარჩევნო და ხელისუფლების ნაწილი არის. მათ აქვთ გარანტიები პოლიციისგან. ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელსაც პოლიცია მფარველობს. დამატებითი ამბავია, სადამდე მივიდა ეს ქვეყანა. პოლიცია არც ზომებს იღებს და არც გარანტიას იძლევა, რომ არაფერი მოხდება. წარმოიდგინეთ ეს, რომ მომხდარიყო იქ, სადაც ვინმე თანამდებობის პირი ყოფილიყო, იქ ხომ მიიღებდნენ ზომებს? აქ ღიად გვეუბნებიან, რომ კრიმინალური, ძალადობრივი მეთოდებით, ხელისუფლების მფარველობის ქვეშ არის მათი ინსტრუმენტი და ასეთი ოპერაციების დროს ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყნის ინტერესი“ , – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს „მონა” და „ნაძირალა” ეძახეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Юлия Путинцева поднялась в рейтинге WTA после турнира в Аделаиде






Самарцы рассказали, кого из героев кино и сериалов хотели бы видеть в качестве своего руководителя

МЧС сформировало федеральный штаб по ликвидации разлива мазута в Черном море

УСЛУГИ: Ремонт силового кабеля до 0.4/6/10 кВ в Москве Московской области. Тула, Калуга

США отказали дипломатам РФ в поездке для участия в церемонии возложения венков