Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" (RSF) მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტებზე ჯაშუშობის ფაქტები

0
სულ მცირე ხუთი ქართველი ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ისინი აღმოჩნდნენ იმ საყოველთაო უკანონო მოსმენების სამიზნე, რომელიც, გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" (RSF) განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტების თვალთვალის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და უსწრაფესი შედეგებით უნდა დასრულდეს.


ამ მასობრივი მოსმენების შემცველი ათასობით ფაილი 12 სექტემბრის საღამოს გაავრცელა პირმა, რომელმაც საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი თანამშრომელი. ფარული მოსმენების სამიზნეს წარმოადგენდნენ როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, ისე უცხოელი დიპლომატები, აქტივისტები და ჟურნალისტები.




„ფარული თვალთვალის მასალები, თუ მათი ავთენტიკურობა დადასტურდება, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს თავისი მასშტაბების გამო, და ის ასევე უკანონო და მიუღებელია“, - აღნიშნა ჟანა კაველემ, RSF-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა.


ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს უპრეცედენტო თვალთვალი და უზრუნველყოს პროკურატურის მიერ 14 სექტემბერს აღძრული საქმის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ უკანონო თვალთვალის წინა შემთხვევების გამოძიება საქართველოში უშედეგოდ დასრულდა.


„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაპირველად მთავარი ოპოზიციური პარტია დაადანაშაულა ამ გაჟონვის ფაბრიკაციაში, მაგრამ შემდგომ დასაშვებად მიიჩნია ის, რომ თვალთვალის სამიზნე საპატრიარქო იყო“, - აცხადებს ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, რომელიც უკიდურესად შემაშფოთებელს უწოდებს იმ გარემოებას, რომ საიდუმლო ჩანაწერების გაჟონვა 2 ოქტომბრისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში მოხდა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Анна Курникова передвигается в инвалидном кресле, её тайно засняли возле торгового центра в Майами, что происходит






Карлсен сдался. Школьник из Москвы обыграл в шахматы экс-чемпиона мира

Заседание комитета РФС по этике из-за интервью Дзюбы пройдёт 4 февраля

Перевозки пассажиров железнодорожным транспортом в Рязанской области выросли почти на 12% в 2024 году

Новыми участниками Единой школьной лиги стали 22 школы из Щелкова и Орехово-Зуева