Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელი აფეთქებას გადაურჩა

0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები ახლა იკვლევენ იმ მილსადენის დაზიანების მიზეზს, რომელიც სააგენტო „სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელის ვიტალი დენისოვის სახლში შედიოდა.


დენისოვის თქმით, სახლში შესვლისთანავე მან იგრძნო გაზის ძლიერი სუნი. სააგენტოს ხელმძღვანელმა დაურეკა ცხინვალის გაზმომარაგების სამსახურს, რომელმაც აღმოფხვრა გაუმართაობა ქუჩაში და აღმოაჩინა ბუნებრივი აირის მილსადენის დაზიანება სახლის შესასვლელთან, ასევე აღმოაჩინეს სარქველის გაუმართავობაც. ერთბაშად ამდენი დაზიანების და გაუმართაობის აღმოჩენა დენისოვს საეჭვოდ მოეჩვენა.


„გარკვეული პერიოდის შემდეგ მე გადავწყვიტე გამომეკვლია დაზიანების ხარისხი და ჩემი აზრით, რომ ის ჰგავს სპეციალურად გადაჭრილს. მე ჩათვალე, რომ ამ მხრივ აუცილებელია შევატყობინო რესპუბლიკაში რუსეთის საელჩო და ჩემი ხელმძღვანელობას", - განაცხადა დენისოვმა. მან ოსურ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ აფეთქების საფრთხე რეალური იყო, რადგან გაზის კონცენტრაცია ძალიან მაღალი იყო და აფეთქებას წყლის გამათბობლის ავტომატური ჩართვაც გამოიწვევდა.


„ეს მხოლოდ ერთი მიზეზით არ მოხდა - წყალი არ იყო. განურჩევლად იმისა, იყო თუ არა დაზიანება ბუნებრივი გზით თუ ადამიანის მიერ გამოწვეული, ნებისმიერ შემთხვევაში მიმდებარე შენობები შეიძლებოდა დანგრეულიყო", - თქვა დენისოვმა. მან უკვე მიმართა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტს განცხადებით, უცნობი პირების მიერ შესაძლო მიზანმიმართული პროვოკაციის შესახებ, რათა მომხდარიყო მის სახლში გაზის გაჟონვა.


უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებით, უწყების თანამშრომლები ამოწმებენ დენისოვის სახლში მომხდარი ინციდენტის გარემოებებს. დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს თანამშრომლებმა დენისოვს ურჩიეს, რომ გენერალურ პროკურატურასაც მიმართოს განცხადებით.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Юлия Путинцева обновила личный рекорд в мировом рейтинге WTA






Как занять под 0%. «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших кредитных карт за 2024 год

Пять уникальных домов в стиле советского неоклассицизма отремонтировали в Москве

Мишустин: с 1 февраля в России проиндексируют свыше 40 соцвыплат (Обновлено!)

200 маршрутов автобусов из Подмосковья в столицу передадут в ведение Москвы