Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2021

24 საათი საარჩევნო უბნების გახსნამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ოქტომბერს

0

2 ოქტომბრის არჩევნების 3 განსხვავება

2 ოქტომბრის არჩევნებს დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდება. ერთი შეხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, დემოკრატიულობის ტესტად იქცა. საერთაშორისო პარტნიორების თქმით, შაბათს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული არჩევანის დადასტურებაც მოუწევს. ოპოზიციისთვის კი ამ არჩევნებს დიდი ხანია რეფერენდუმის ეფექტი აქვს.

ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ხვალ რიგითი არჩევნებია მერებისა და საკრებულოს წევრების ასარჩევად.

აი, რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ამ არჩევნებს განსაკუთრებულს ხდის:

წინა წლების თვითმმართველობის არჩევნებისგან 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეების უპრეცედენტო სიმრავლით განსხვავდება.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები პირველი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივა პირდაპირ დაუკავშირდა.

8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოდან დევნილმა მესამე პრეზიდენტმა სამშობლოში დასაბრუნებლად სწორედ 2 ოქტომბერი, არჩევნების დღე შეარჩია.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

საპატრიარქოს მხარდაჭერა და სალომე ზურაბიშვილის მეორე ტური - საპრეზიდენტო არჩევნები "საიდუმლო დოკუმენტებში"

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სუს-ი ყურადღებით სწავლობდა სასულიერო პირების პოლიტიკურ განწყობებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვისაც მიმართავდა ამომრჩევლის მობილიზების თხოვნით.

“საიდუმლო ფაილებში” იძებნება არაერთი დოკუმენტი, რომელშიც განიხილება პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობის კავშირი საპატრიარქოსა და სასულიერო პირების განწყობასთან.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეკლესია ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. სასულიერო პირების უკმაყოფილების მიზეზი რამდენიმეა:

ანტიდისკრიმინაციული კანონი;

კანონპროექტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ;

ხელისუფლების მიერ სავარაუდო თვალთვალი სასულიერო პირებზე;

მედია, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი;

სასულიერო პირების ნაწილს არ მოსწონს კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილი - აქვთ ეჭვი, რომ ის საფრანგეთში ყოფნისას “რუსეთის აგენტი” იყო მეუღლესთან, ჯანრი კაშიასთან ერთად. ეჭვქვეშ აყენებენ მის მორალურ პრინციპებსაც.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

 

რა ემუქრება „ფორმულას“?

ტელეკომპანია „ფორმულას“ მენეჯმენტი ამბობს, რომ არხზე წინასაარჩევნოდ იერიში მიიტანა ხელისუფლებამ. "ფორმულას" დირექტორი და წილების მფლობელი, ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ ამის მიზეზია მათი დაკვეთით ჩატარებული "ედისონ რისერჩის" კვლევები.

რა ფორმის იერიშზეა საუბარი?

7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს, ყოფილი თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად ხუთ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 30 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სასამართლოში შეაქვს სარჩელი თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. კეზერაშვილი „ფორმულას“ 51%-იანი წილის მფლობელია, მასზე ყადაღის დადების შემთხვევაში კი მაუწყებლობას პრობლემები შეექმნება.

გუშინ თავდაცვის სამინისტრომ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ უარყო ყადაღის მოთხოვნის ფაქტი. თუმცა საქმის გააქტიურება წინასაარჩევნოდ კითხვის ნიშნებს მაინც აჩენს.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კეზერაშვილის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოტივაციო წერილის გარეშე საეჭვოა. ომბუდსმენი აპირებს, რომ ამ საქმით დაინტერესდეს.

გუშინ გავრცელდა დავით კეზერაშვილის განცხადებაც: „მთელი ჩანაფიქრი ნათელია - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე "სამართლებრივი" შტურმის!

დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს ფორმულაც და სხვა მედიებიც! ჩვენი საზოგადოება დაამარცხებს მათ, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ევროპულ სასამართლოებში - უკლებლივ ყველგან!" - აცხადებს კეზერაშვილი.

წაიკითხე მეტი.

 

„ოცნებას“ საარჩევნოდ ისევ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აფინანსებენ

„ქართული ოცნების“ შემომწირველები იმ კომპანიებთან დაახლოებული პირები არიან, რომლებიც 2021 წელს ტენდერებს იგებდნენ -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დაფინანსების საკითხების სწავლობს, მორიგი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

საანგარიშო პერიოდი 2 აგვისტოდან 12 სექტემბერს მოიცავს. იკვლიეს ისეთი 13 პარტია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას 2.5-ჯერ აღემატება. კერძოდ, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე 13 პარტიამ 12 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 70% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ - 777 721 ლარი, მესამეზე კი „გახარია - საქართველოსთვის“ - 758 701 ლარი.

წაიკითხე მეტი.

 

უკანონო პატიმრობის ერთი წელი - ვინ და როგორ გაათავისუფლებს ირაკლი ბებუას?

 

„დედა, როგორ ხართ? ჩემზე არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარ... და ტელეფონი ითიშება“, - ასე იხსენებს, ირაკლი ბებუას დედა, ლალი ფიფია, შვილთან სატელეფონო ლაპარაკს, რომელიც ერთი წელია არ უნახავს. ერთი წელია არ გაუგია მისი ხმაც. ლალი ფიფიას ერთადერთი შვილი, 28 წლის ირაკლი, 2020 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო, ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრების სტრატეგია ერთი წლის თავზე, მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებების მიუხედავად, ირაკლის გათავისუფლება ვერ მოხერხდა.

„ქმედითი ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები, სად არის ეს ქმედითი ნაბიჯები?“ - ირაკლი ბებუას ბიძა, ელგუჯა ბებუა უკვე ორი თვეა, ირაკლის დედასთან ერთად ითხოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას. „თუმცა, ამ შეხვედრას არა და არ დაადგა საშველი“, - გვეუბნება ირაკლის ბიძა. ოჯახმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ 30 სექტემბერს საგანგებო განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი, ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებას დღემდე არ აქვს მისი გათავისუფლების კონკრეტული გეგმა.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

აშშ-ის სენატი კენჭს უყრის კანონს, რომელიც ფედერალურ უწყებებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს

აშშ-ის სენატი 30 სექტემბერს კენჭს უყრის კანონპროექტს, რომლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ე.წ. მთავრობის „შატდაუნი“ - ფედერალურ უწყებათა მუშაობის შეჩერება.

დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება „განგრძობითი რეზოლუციის“ შესახებ, რათა არ შეჩერდეს ფედერალური უწყებების მუშაობა. მისი თქმით, ამ საკითხზე კენჭისყრა ჩატარდება 30 სექტემბერს, აშშ-ის მთავრობის საფინანსო წლის ბოლო დღეს.

სენატის დემოკრატი წევრები ამბობენ, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც მთავრობას 3 დეკემბრამდე მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატა სწრაფად გააკეთებს იმასვე.

წაიკითხე მეტი.

 

ლხინი ომში კრამიტით

საქართველოში, ეპიდემიისა და დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მისცემია ლხინს და ღვინის სმას ჭიქით, ყანწით ან სულაც კრამიტით. არა და, ქვეყანა ომში იმყოფება, ვირუსთან ომში! თუმცა ვინ თქვა, რომ ომი და ლხინი ერთმანეთს გამორიცხავენ? შალვა ამირეჯიბი - მწერალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, პირველი რესპუბლიკის წლებს სწორედ ამ ორი სიტყვით - ომითა და ლხინით - აღწერს.

„სამი წელი გამუდმებით ომში ვიყავით. აქედან იყო ეს გამუდმებული ლხინიც, თანამავალი ყველა ომების, ჯერ კიდევ ჰომეროსის დროიდგან“, - წერს ის მოგონებების ერთ-ერთ ფრაგმენტში.

საქართველოს პირველ რესპუბლიკას მართლაც გამუდმებულ ომებში უწევდა ყოფნა. შალვა ამირეჯიბი ამ „გამუდმებული ომებიდან“ გამოყოფს ოსმალეთთან ომს, ახალციხის ოპერაციებს, სომხეთთან ომს, გლეხების აჯანყებას („ხან აქ და ხან იქ“-ო), გაგრის ფრონტს, ოსების განდგომას, ტერორს ქართლში, მთელი რიგი მაზრების კანონგარეშედ დაყენებას და მიწის კანონს („რომელიც ქვეყანაზე თავდასხმას უფრო ჰგავდა, ვიდრე სახელმწიფო რეფორმას“) – „ყოველივე ამან ისეთი შთაბეჭდილება დასტოვეს ჩემზედ, თითქოს ამ სამი წლის განმავლობაში გამუდმებულ ომში ვიყავითო“, ამბობს შალვა ამირეჯიბი, რომელიც იქვე, ემიგრაციაში დაწერილ მოგონებებში, იხსენებს გამუდმებული ლხინის მაგალითებიდან ერთს, ბანკეტს ქართულ კლუბში, სადაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა გერმანული და ავსტრიული მისიების წარმომადგენლებს.

ომისა და ლხინის ნამდვილი ამბები წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ, ქვებით აწყობილ ნაგებობაზე მოგიყევით, რომელიც კუს ტბის ახლოს, ზედ კლდოვან მთის ფერდს მიჰყვება - კონსტრუქცია მთლიანად ქვების ბალანსირებით არის აწყობილი. როგორც აღმოჩნდა, ბოლო სამი თვეა მას პროფესიით არქიტექტორი, ვლადიმერ (ვოვა) გოვაზოვი აკეთებს.

სანამ ვლადიმერი ქვების ბალანსირებისათვის ამ ადგილს აირჩევდა, ამ ადგილის ახლოს, პირველი ქვა ანზორ თხილაიშვილმა დადო, კუს ტბის კიდევ ერთმა მოყვარულმა, მან ფერდობზე ქვებისგან გადასახედი და პატარა სალოცავი მოაწყო. კუს ტბის ბილიკებზე მოსეირნე ადამიანები ხშირად ხედავენ ხოლმე როგორ იქმნება ქვებისგან ახალი ფიგურა, დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ხმაურიან თბილისს გადაჰყურებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

"Святой Ленин" спасает мир и возглавляет "восстание ИИ машин... хороших по существу". 8 серия, СЕРЬЁЗНЫЕ НОВОСТИ.

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг


Россияне решили этим летом меньше отдыхать на курортах

Добрые рисунки: «585*ЗОЛОТОЙ» запустила конкурс ко Дню защиты детей

Областная наркологическая больница запускает летнюю профилактическую кампанию для юных свердловчан

Джомба, суттуг шай, кучу и другими видами чая в регионах России могут насладиться российские туристы


Discover Tintex: A Hub for Premium Car Care and Customization

Andy Murray cracks brutal joke as Brit star’s Wimbledon preparations are disrupted by bizarre injury 

England vs Bosnia & Herzegovina: Three Lions face Dzeko and Co in Euro 2024 warm-up match – stream FREE, TV, team news

LeelooDolls: Revolutionizing the Sex Doll Industry


Мобилизованного свердловчанина приговорили к 23 годам "строгача" за подрыв гранаты в казарме

Слушатель из Смоленска выиграл на «Авторадио» «Москвич 3»

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг

В Москве арестовали бывшего замглавы Росприроднадзора по делу о мошенничестве


Concord is skipping free-to-play and pulling a Helldivers 2 instead: $40 for the full game with all 16 heroes at launch

I tried to recreate Marvel's Iron Man in this movie studio sim, and my version was so bad my own father stormed out of the theater

Показ геймплея тактики SteamWorld Heist II

How to watch the 2024 PC Gaming Show: our 10th annual summer showcase



Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве

Смертельная ревность. Что известно об «убийце с автоматом»

В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»

Разложившиеся останки человека нашли в водоеме в Новой Москве




"Святой Ленин" спасает мир и возглавляет "восстание ИИ машин... хороших по существу". 8 серия, СЕРЬЁЗНЫЕ НОВОСТИ.

Росатом на ПМЭФ заключил ряд соглашений по АСММ, СМП и технологической поддержке российского автопрома

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

В Петербурге ребенок на самокате попал под колеса машины


Что тебе спица. Как гениальный врач Илизаров изменил костную хирургию

Вызовы со стороны экс-колонизаторов. Путину жаловались на поведение Запада

«Любовь»: Московский зоопарк показал отдыхающую на спине у мамы панду Катюшу

Автомобиль столкнулся с мотоциклом на 51-м километре Калужского шоссе


Джокович снялся с Открытого чемпионата Франции по теннису

Елена Рыбакина добилась впечатляющего достижения

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции


Самолет Air Canada вернулся в Торонто из-за проблем с двигателем

Вызовы со стороны экс-колонизаторов. Путину жаловались на поведение Запада

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

В Москве автозак с людьми перевернулся на дороге


Музыкальные новости

А что, так можно было? "Голый концерт" Бузовой поставил ребром вопрос о цензуре в России

Джиган, Оксана Самойлова, Виктория Боня и другие: ТНТ раскрывает дату премьеры нового сезона реалити «Выжить в Дубае. Возвращение»

Композитор АНИКА ДАЛИНСКИ выпускает двенадцатый альбом в двух жанрах - Поп и Шансон

Рузиль Минекаев, Слава Копейкин, Марк Эйдельштейн, группа SQWOZ BAB и другие гости премьеры криминальной комедии «На автомате»



В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве

Красноярский музыкальный театр представил проект театральной экосистемы будущего

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал


Карьера пошла в горы: почему Путин отправил Турчака в Республику Алтай

Генеральный директор КА «Главный Советник» принял участие в Бизнес-диалоге «Россия – Венесуэла»

Солнечные дети на сцене Кремля

Почта России выпустила марку в честь 225-летия со дня рождения А.С. Пушкина


«Синички», роботы, КАМАЗы. Какие соглашения заключила Москва на ПМЭФ-2024

Автомобиль столкнулся с мотоциклом на 51-м километре Калужского шоссе

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве

Мэр Москвы договорился о создании роботизированного завода по производству грузовых автомобилей


Эксперт Михаил Александров: Далекие от реалий мифологемы

Крестьянин или князь: откуда идет род семьи Путина

Путин заявил, что Москва рада приросту исламского населения

Захарова объяснила слова Путина о поставках оружия в другие страны





Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Здоровье начинается с полости рта

Правительство Москвы подписало соглашения с городскими аптеками об участии в нацпроекте «Производительность труда»

Ракова: средняя продолжительность жизни в Москве приближается к 79 годам



Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин




Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года

Сергей Собянин рассказал о реализации проектов КРТ в столице

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения

Мэр Москвы договорился о создании роботизированного завода по производству грузовых автомобилей


Мария Багреева: глобальные климатические цели достижимы лишь при участии городов

Красноярский музыкальный театр представил проект театральной экосистемы будущего

Багреева: Глобальные климатические цели могут быть достигнуты при участии городов

Сохраним бор чистым


Набиуллина названы три важнейшие задачи для экономики страны

«Любовь»: Московский зоопарк показал отдыхающую на спине у мамы панду Катюшу

В Петербурге ребенок на самокате попал под колеса машины

Самолет Air Canada вернулся в Торонто из-за проблем с двигателем


Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Единство народов в многообразии культур: фестиваль «Гармоничная Россия» вновь пройдет в Архангельске

Россия, Новости, Культура, Театр, Дети: Радость, которую приносит Госцирк Бурятии

Лед тронулся. Как волонтер из Ульяновска попала на «Арктику» и кому поможет портрет Карамзина


Клубный дом "Моне" - особый статус в центре Симферополя

Глава Росавиации рассказал о перспективах открытия аэропорта Краснодара

В районе Симферополя появится крупный жилой микрорайон - ЖК "Республика"

Глава Росавиации: возобновление работы закрытых с начала СВО аэропортов пока не ожидается


В Москве автозак с людьми перевернулся на дороге

Автомобиль столкнулся с мотоциклом на 51-м километре Калужского шоссе

Агата Муцениеце пешком отправилась в Европу

«Любовь»: Московский зоопарк показал отдыхающую на спине у мамы панду Катюшу












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Теннисист Медведев снялся с турнира ATP в Нидерландах из-за травмы






Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Вызовы со стороны экс-колонизаторов. Путину жаловались на поведение Запада

В Москве автозак с людьми перевернулся на дороге

Набиуллина названы три важнейшие задачи для экономики страны