Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2023

როგორ გავატაროთ საზაფხულო არდადეგები

0

ზაფხულის არდადეგებს ყველა განსხვავებულად ატარებს. ეს დროზე, მატერიალურ ფაქტორებზე, სურვილებზე და კიდევ მრავალ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა შეგვიძლია პატარა და მარტივ აქტივობებშიც ვიპოვოთ ბედნიერება და სასიამოვნოდ გავატაროთ დრო.

თუ ზაფხულზე საზღვარგარეთ წასვლას ვერ ახერხებთ და გინდათ, მოწყენილობასაც გაექცეთ, მაშინ ეცადეთ პატარა მოგზაურობები დაგეგმოთ, ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად ან თუნდაც თქვენს ქალაქში. აუცილებლად აღმოაჩენთ ისეთ ადგილს, რომელიც აქამდე არ გინახავთ. ისიამოვნეთ ახლობლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნით.

დაიწყეთ ახალი ინტერესების ძიება. მოიშველიეთ ინტერნეტი, გაეცანით სიახლეებს, შესაძლოა, იპოვოთ ისეთი საქმე, რომლის კეთებაც გსურთ. ზაფხული კარგი დროა ახალი წიგნების წასაკითხად, ენის შესასწავლად. ცეკვის, ცურვის, სპორტული აქტივობების ან რამე სხვა ჰობის მოსაძებნად.

შეგიძლიათ ჩაერთოთ მოხალისეობრივ საქმიანობაში და დრო სხვების დახმარებას დაუთმოთ. შეხვიდეთ საგანმანათლებლო ან შემოქმედებით წრეზე.

ფოტო: Unsplash




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса