Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30
31

ტრამპის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ შესაძლოა რუსეთს ომის დაწყებისკენ უბიძგა

0
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა უკრაინის მიმართ პოლიტიკის გამო. მისი თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობისას თეთრმა სახლმა ბევრი შეცდომა დაუშვა ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების თაობაზე მოლაპარაკებებში.


ტრამპის აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა მოახდინა რუსეთის პროვოცირება, თავს დასხმოდა უკრაინას, ვინაიდან კრემლმა დაინახა ვაშინგტონის არაკომპეტენტურობა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა იწყება კონფლიქტებით მოცულ მსოფლიოში.


ტრამპმა თქვა, რომ ესმის რუსეთის გრძნობების ნატოს გაფართოებასთან და მასში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით. მან ასევე პუტინთან შეხვედრისა და ექვს თვეში დაზავების იმედი გამოთქვა.


„პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო ის, რომ რუსეთი მრავალი წლის წინ ამბობდა, რომ ნატო არ უნდა იყოს უკრაინაში. ეს ერთგვარად ქვაზე იყო ამოკვეთილი. და სადღაც პროცესის მსვლელობისას ბაიდენმა თქვა: არა, მათ უნდა ჰქონდეთ ნატოში შესვლის შესაძლებლობა. რუსეთისთვის პირდაპირ ზღურბლზე ვიღაცის ყოლა... მე შემიძლია გავიგო მათი გრძნობები ამასთან დაკავშირებით,“ თქვა ტრამპმა.


ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ან ეკონომიკური ზომები იმისთვის, რომ აშშ-მა დაიბრუნოს კონტროლი პანამის სრუტეზე და კონტროლი მოიპოვოს გრენლანდიაზე, რომელიც დანიის მმართველობაშია.


შეკითხვას, მზად არის თუ არა, უარი თქვას სამხედრო და ეკონომიკური იძულების ზომებზე პანამასა და გრენლანდიაში, ტრამპმა უპასუხა: „არა, არ შემიძლია ასეთი გარანტიების მოცემა. მაგრამ შემიძლია ვთქვა ერთი: ჩვენ გვჭირდება ეს ტერიტორიები ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“.


მან ასევე პირობა დადო, რომ მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და ამერიკის ყურეს დაარქმევს. მან გაიმეორა, რომ მნიშვნელოვან გადასახადებს დააწესებს მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე.


როგორც Reuters-ი შენიშნავს, გეოგრაფიულ სახელებს, როგორც წესი, აშშ-ის გეოგრაფიულ დასახელებათა საბჭო ადგენს, მაგრამ პრეზიდენტებსაც შეუძლიათ სახელების გადარქმევა აღმასრულებელი ბრძანებულებებით.


პრესკონფერენციაზე, რომელიც დონალდ ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა ფლორიდის შტატში, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ნატოს წევრ ქვეყნებს მოსთხოვა თავდაცვის ხარჯების გაზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე.


ტრამპი, რომელიც 20 იანვრიდან შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, ცნობილია ნატოს კრიტიკით. მისი თქმით, ალიანსის ბევრი ევროპელი წევრი საკმარის თანხას არ იხდის და აშშ-ის გადასახადების გადამხდელის იმედადაა.


ეს ტრამპის მეორე პრესკონფერენცია იყო მას შემდეგ, რაც მან 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. გუშინ აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა არჩევნებში მისი გამარჯვება.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Марат Сафин

Марат Сафин сделал прогноз на финал Australian Open Янник Синнер — Александр Зверев






Потепление в России: зимы стали теплее на 3 градуса за 50 лет

Доллар уже не будет прежним: Набиуллина объявила о кардинальном решении для россиян

СПАСЕНИЕ ОТ ДЕНУКЛЕАРИЗАЦИИ ВОЗМОЖНО! И ДЕЛО А.С. ПУШКИНА. Видео! Доработка "Орешника". В.В. Путин, Д.Ф. Трамп. Новости. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

Басманный суд арестовал на пять суток ругавшегося матом на улице британца