სამებაში საკვირაო ქადაგება დასრულდა
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ქვეყნის ამოყვანა, რომელშიც ერი უნდა ჩავარდნილიყო.
„გინახავთ, რომ რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს? არასოდეს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები, რაც რასაკვირველია, არის შეცდომა, რასაკვირველია, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალის“.
მეუფე დანიელის განცხადებით, მომავალ წელს საქართველო პირველად აღვნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ დღესასწაულისთვის, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნით ყველა ის წყალობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ღვთისმშობელს მოუნიჭებია ჩვენთვის, კიდევ ერთხელ გამთლიანდეს და სრულად გადმოვიდეს საქართველოზე“, განაცხადა მეუფე დანიელმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კი 30 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა.
გელათის სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით, დეკანოზი გაბრიელ ლომაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. მღვდელი ირაკლი წულაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით,ხოლო იღუმენია სარა დათებაშვილი დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით.