Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2018

Новости за 30.12.2018

პუტინი ადასტურებს ვაშინგტონთან დიალოგისათვის მოსკოვის მზადყოფნას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი კვლავინდებულად ღიაა ვაშინგტონთან დაილოგისათვის. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ საახალწლო წერილში, რომლის ზოგი დეტალიც 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. აშშ-რუსეთის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს რამდენიმე საკითხი, მათ შორის რუსეთის როლი სირიისა და აღმოსავლეთ უკრაინის ომებში, სავარაუდო ჩარევა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების არჩევნებში, ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლა ბრიტანეთში. ნოემბრის ბოლოს ტრამპმა გააუქმა პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა მას შემდეგ... Читать дальше...

ექვსი ირანელი მიგრანტი ნავით ჩავიდა საფრანგეთიდან ინგლისში

Radiotavisupleba.ge 

ექვსმა ირანელმა მიგრანტმა მყარკორპუსიანი გასაბერი ნავით გადაკვეთა ლა-მანშის სრუტე. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიგრანტების ნავი 30 დეკემბერს ჩავიდა კინგსტონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროზე. სამედიცინო დახმარების შემდეგ, ექვსი ირანელი კაცი საიმიგრაციო უწყებას გადასცეს. გასული თვიდან მოყოლებული, 220-ზე მეტმა ადამიანმა სცადა ლა-მანშის სრუტის გავლით ინგლისში ჩაღწევა. ასეთი მცდელობების მატება იწვევს შეშფოთებას, რომ სახიფათო წყლებში, სადაც ინტენსიური საზღვაო მიმოსვლაა, ტრაგედია მოხდება. Читать дальше...

ვლადიმერ პუტინმა სალომე ზურაბიშვილსა და პეტრო პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო არ მოხვდნენ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ამასთან, როგორც რუსული გამოცემა იუწყება, პუტინმა მილოცვა 40 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნა. „ვლადიმერ პუტინმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა დონალდ ტრამპს, მეის, დედოფალ ელისაბედ მეორეს. კანადის […]

პატრიარქმა თავისი სიმდაბლით ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ მის ღირსებას ვერავინ შელახავს – ბონდო მძინარაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. “პატრიარქმა თავისი სიმდაბლით ისეთ სიმაღლეს მიაღწია, რომ მის ღირსებას ვერავინ შელახავს. და ეს უნდა იცოდეს ყველა მეუფემ, – პატრიარქის ურჩმაც და მორჩილმაც.”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

ტრამპი დემოკრატებს აკისრებს პასუხისმგებლობას მიგრანტი ბავშვების სიკვდილისთვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპონენტებს, დემოკრატ კონგრესმენებს დააკისრა პასუხისმგებლობა აშშ-ის საზღვარზე დაკავებული მიგრანტი ბავშვების სიკვდილისათვის. როგორც ტრამპი ტვიტერში წერს, დემოკრატები ხელს უწყობენ უკანონო იმიგრაციას თავიანთი უარით, გამკაცრდეს საიმიგრაციო პოლიტიკა და, კერძოდ, გამოიყოს ფული მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად. „კედელი რომ არსებობდეს, ისინი არცკი შეეცდებოდნენ აშშ-ში მოხვედრას“, წერს ტრამპი იმიგრანტების შესახებ. მისივე თქმით, ორი ბავშვი, რომელიც ბოლოხანს გარდაიცვალა... Читать дальше...

ავღანეთში სამი თვით გადადეს საპრეზიდენტო არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში სამი თვით, 20 ივლისამდე გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნები. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, აბდულ ბადი საიადის განცხადებაზე დაყრდნობით. საიადიმ 30 დეკემბერს თქვა ასევე, რომ ასევე 20 ივლისს გაიმართება ადგილობრივი არჩევნები და ღაზნის პროვინციაში გადადებული საპარლამენტო არჩევნები. რამდენიმე ხნის წინ ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ განიხილებოდა კენჭისყრის გადადების შესაძლებლობა... Читать дальше...

რუსეთი „აბსურდულს“ უწოდებს ვარაუდს, რომ მთავრობის ხელი ურევია ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტთა მონაცემების გავრცელებაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს (BBC) მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტთა პირადი მონაცემების გამოქვეყნება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჰაკერულ თავდასხმას, რომელიც დეკემბერში განხორციელდა ლონდონში რუსეთის საელჩოს ინტერნეტ-რესურსებზე. სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია პასუხები შეკითხვებზე, რომლებითაც მას ბი-ბი-სი-მ მიმართა. პასუხად შეკითხვაზე, რუსეთის მთავრობის ხელი ურევია თუ არა სიის გამოქვეყნებაში, „აბსურდულს“ უწოდებენ ასეთ ვარაუდს. სამინისტრო არ განმარტავს... Читать дальше...

რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა „გააუქმა“ 2016 წლის რეცესია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა, „რუსსტატმა“, გამოაქვეყნა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასების შედეგები, რომელთა მიხედვითაც 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით 0,2%-ით კი არ შემცირებულა - როგორც აქამდე ითვლებოდა - არამედ 0,3%-ით გაიზარდა. ახალი სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლიდან, როცა ნავთობი მკვეთრად გაიაფდა და რუსეთს სანქციები დაუწესეს, რუსეთის ეკონომიკა დაღმასვლას განიცდიდა არა ორი, არამედ სულ ერთი წლის განმავლობაში. ახალმა მონაცემებმა სააგენტო ერ-ბე-კა-ს (РБК) ყურადღება მიიქცია. Читать дальше...



სამებაში საკვირაო ქადაგება დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ქვეყნის ამოყვანა, რომელშიც ერი უნდა ჩავარდნილიყო. „გინახავთ, რომ რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს? არასოდეს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები, რაც რასაკვირველია, არის შეცდომა, რასაკვირველია, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალის“. მეუფე დანიელის განცხადებით, მომავალ წელს საქართველო... Читать дальше...

ატოცში, საოკუპაციო ხაზთან გაიმართა აქცია და წიგნის პრეზენტაცია 

Radiotavisupleba.ge 

ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა და მთარგმნელმა მიხეილ ანთაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საინფორმაციო ომის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გამართეს​ ატოცელებისა და მოხალისეებისათვის. ​ატოცი დეოკუპაციისა და რუსეთთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა 2018 წლის მიწურულს. ოლეგ პანფილოვის წიგნი „რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი - 2008“ პირველად 2011 წელს გამოიცა რუსულ ენაზე. ქართული თარგმანი კი „სულაკაურის გამომცემლობამ" გამოაქვეყნა. წიგნში მოთხრობილია აგვისტოს ომის... Читать дальше...

პუტინი ახალ წელს ულოცავს „საზღვარგარეთის ქვეყნების“ ლიდერებს, ხაჯიმბასა და ბიბილოვის ჩათვლით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შობა და ახალი წელი მიულოცა „საზღვარგარეთის ქვეყნებისა“ და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. ადრესატებს შორის არ არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამაგიეროდ არიან საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ტექსტის პირველი ნაწილი ეძღვნება ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნების ლიდერებისათვის მილოცვას და, ანბანური წესით, იწყება აფხაზეთით. შემდეგი... Читать дальше...

აღმოსავლეთ უკრაინაში, უმეტესწილად, იცავენ საახალწლოდ გამოცხადებულ ზავს

Radiotavisupleba.ge 

აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეები - უკრაინის ჯარები და რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარტისტები - როგორც ჩანს, უმეტესწილად იცავენ საახალწლოდ გამოცხადებულ ზავს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 29 დეკემბრის ღამეს. იმავე დღეს უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა სეპარტისტების პოზიციებიდან ცეცხლის რამდენჯერმე გახსნის შესახებ და სეპარატისტებმაც დაადანაშაულეს უკრაინელი სამხედროები ზავის დარღვევაში. მაგრამ, ცნობების თანახმად, ინციდენტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღმოსავლეთ... Читать дальше...

პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს „უკრაინის მიმდებარე ზონის“ შესახებ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმ პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა პარლამენტში 6 დეკემბერს მხარდაჭერილ კანონს „უკრაინის მიმდებარე ზონის შესახებ“. კანონით, ფაქტიურად, ორმაგდება შავ ზღვაში საკონტროლო ტერიტორია. პოროშენკოს პრეს-სამსახურის განმარტებით, კანონი ემსახურება უკრაინის საზღვაო კანონმდებლობის „ჰარმონიზებას“ შავი ზღვის მიმდებარე დანარჩენი სახელმწიფოებისა და გაეროს 1982 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კანონმდებლობებთან. კანონი უკრაინის საზღვაო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს აძლევს შესაძლებლობას... Читать дальше...

ლუკაშენკომ პუტინს საახალწლოდ აჩუქა ოთხი ტომარა კარტოფილი

Radiotavisupleba.ge 

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუს კოლეგას საახალწლოდ აჩუქა თავის ბოსტანში მოყვანილი ოთხი ტომარა კარტოფილი და სალა, ღორის ქონი. ამის შესახებ განაცხადა ლუკაშენკოს პრეს-მდივანმა ნატალია ეისმონტმა. მისი თქმით, საქმე ეხება კარტოფილის „ელიტურ“ ჯიშებს. არაფერს იუწყებიან იმაზე, თუ, თავის მხრივ, პუტინმა რა აჩუქა ლუკაშენკოს. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დანარჩენ ლიდერებს ლუკაშენკომ, ცნობების თანახმად, ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები დაურიგა. პუტინისთვის განკუთვნილ საჩუქარზე... Читать дальше...

ლევან ხაბეიშვილი მერიის ჩინოვნიკების დასჯას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მოითხოვს თანამდებობიდან გაათავისუფლონ თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ასევე დადგეს კრწანისისა და ჩუღურეთის გამგებლების პასუხისმგებლობის საკითხი. 30 დეკემბერს, ე.წ. ვარკეთილის ხიდებთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საკრებულოს წევრმა თბილისის მერია დაადანაშაულა იმაში, რომ მან ვარკეთილის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი მოაგებინა გამოუცდელ კომპანიას, ხოლო გამგეობებმა,  ამავე კომპანიას დაავალეს ახალი სამუშაოების ჩატარება... Читать дальше...

დროის ხაზი: საოკუპაციო გამყოფი ხაზი 2018 წელს

Radiotavisupleba.ge 

2008 წლის ომის შემდეგ 2018 წელი იყო ყველაზე მძიმე ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მაია ოთინაშვილის გატაცება და ათდღიანი პატიმრობა, ატოცში ახალი საოკუპაციო ხაზის მშენებლობა - ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ვითარება დაძაბა.

საოკუპაციო გამყოფი ხაზი 2018 წელს

Radiotavisupleba.ge 

2008 წლის ომის შემდეგ 2018 წელი იყო ყველაზე მძიმე ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მაია ოთინაშვილის გატაცება და ათდღიანი პატიმრობა, ატოცში ახალი საოკუპაციო ხაზის მშენებლობა - ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ვითარება დაძაბა.

რატომ უნდა შევხვედროდი მათ, ბავშვები დაიწყებდნენ ჭიჭყინს – ნინო ანანიაშვილი (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ეპიზოდი საინფორმაციო გამოშვებიდან, სადაც ნინო ანანიაშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან დაკავშირებით საუბრობს. ანანიაშვილის ნამდვილი სახე !!!ბავშვები დაიწყებდნენ ჭიჭყინს !!!კარგი ქართული ანდაზა მახსენდება აბა გამოიცანით 😉 Posted by ბექა ვარდოსანიძე on სამშაბათი, 25 დეკემბერი, 2018

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გული სწყდება, რომ წელს ვერ შეძლო სეულში ჩასვლა

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ წელს ვერ შეძლო სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელება. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩე ინს გაუგზავნა და რომელშიც მას მომავალ წელს მოლაპარაკების გაგრძელებას სთავაზობს. წერილის შინაარსზე ინფორმაცია 30 დეკემბერს გაავრცელა მუნ ჩე ინის ადმინისტრაციამ. კიმი და მუნი წელს სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფხენიანის დიპლომატიური გააქტიურების ფონზე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი... Читать дальше...

აშშ-ის რამდენიმე გაზეთზე კიბერთავდასხმა მოეწყო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის რამდენიმე წამყვან გაზეთზე, მათ შორის „ჩიკაგო ტრიბუნზე“, სავარაუდოდ, უცხოეთიდან მოეწყო კიბერთავდასხმა, რასაც მათი მუშაობის შეფერხება მოჰყვა. „ჩიკაგო ტრიბუნის“ გარდა, „ლოს-ანჯელეს ტაიმსი“ და „ბალტიმორ სანი“ იუწყებიან ბეჭდვისა და დისტრიბუციის სისტემების მოშლის შესახებ. შედეგად დაყოვნდა მათი 29 დეკემბრის გამოცემების მომზადება. „ტრიბუნ პაბლიშინგ კომპანი“, რომელსაც სამივე გაზეთი ეკუთვნის, აცხადებს, რომ 28 დეკემბერს პირველად შეამჩნია კიბერთავდასხმის ნიშნები. ჰაკერულმა თავდასხმამ დააზარალა „უოლ... Читать дальше...

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რა ვითარებაში დაიჭრა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წუხელ, გვიან ღამით მიიყვანეს  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. მძიმედ დაჭრილ ახალგაზრდას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, თუმცა ჯერ დაუდგენელია მომხდარის მიზეზი - ეს იყო სუიციდის მცდელობა თუ გაუფრთხილებლობა. განცხადებაში წერია, რომ 1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს. Читать дальше...

წარმატებული პროტესტი - მეტროს მემანქანეებს ხელფასი 30%-ით გაეზარდათ

Radiotavisupleba.ge 

მეტროს მემანქანეების გაფიცვის შემდეგ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა - ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ულოცავს თბილისის მეტროს დამოუკიდებელ პროფკავშირებს “ერთობა 2013“-ს წარმატებას. EMC-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ შეძლეს გაფიცვის პერიოდში მიღებული ზეპირი შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება და ხელფასების უპრეცედენტოდ გაზრდა. „მოლაპარაკების შედეგად 1500 ლარზე მაღალი სახელფასო ჯგუფის მეტროს თანამშრომლებს (გარდა მაღალი ადმინისტრაციულ-მმართველობითი... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Рафаэль Надаль первым в истории тенниса выиграл 200 матчей на грунтовых «Мастерсах»






«Спартак» не проигрывает на протяжении семи матчей

Гол Зобнина принес «Спартаку» победу над «Краснодаром» в матче РПЛ

Врач посоветовал положить в аптечку для пикника средства от обезвоживания

В столице на фестивале «Московская весна» на Коптевском бульваре проходят спортивные конкурсы