მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან
როცა დილანის ხელრთვას ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ მეც დაახლოებით ასე ვაწერ ხელს. მეც მიყვარს ქვემოთა ხაზის გავლება. ოღონდ ეგ არის, რომ ჩემი არც ერთი ხელმოწერა მეორეს არ ჰგავს. არადა მთელი ბავშვობა მამაჩემს ვბაძავდი, კარგი ხელი ჰქონდა და მინდოდა მეც ისე ლაღად მომეწერა. ვერა და ვერ “დავამუღამე”.