ბუკინისტები ალტერნატიულ ტფილისში
წიგნის ყველაზე მდიდრული კოლექციები, რა თქმა უნდა, მეფეებს ჰქონდათ. კარგი კოლექცია ჰქონია ვახტანგ VI-ს, ხოლო ბიძამისის, გიორგი XI-ის ბიბლიოთეკა მთელს აზიაში იყო განთქმული და კათოლიკე მისიონერები მასთან ათენ-აღამებდნენ თურმე.