დაკარგული ოპოზიციის ძიებაში
ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გულწრფელ ოპონენტობას ვერც ნინო ბურჯანაძე გასწევს, ვერც კახა კუკავა, ვერც დავით თარხან-მოურავი, ვერც „ლაბორატორია 1918“ და ვერც ვინმე სხვა, ვინც მკაფიოდ არ დაუპირისპირდება მთავრობის მემარცხენე კურსს.