შსს-მ და სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ჰ.ქ. თბილისში დააკავეს.