Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2017

Новости за 03.03.2017

“რუსთავი2”-ის საქმეზე თეა წულუკიანის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

Marshalpress.ge (მარშალ) 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია ბრიფინგს გამართავს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ “რუსთავი2”-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს. ბრიფინგი 22:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწყება.

"შეერთებული შტატები შეშფოთებულია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით"

News.ge 

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს.

გიორგი აბაშიშვილი: გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ევროპამ საქართველო რუსთავი2-ის დამსახურებით კიდევ ერთხელ აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად.

მიხეილ სააკაშვილი: საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს!

News.ge 

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას გულისხმობს, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა უფრო კარგი იქნებოდა თავად ქართული საზოგადოება იდგეს იმ სიმაღლეზე, რომ ..."

News.ge 

„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე ევროსასამართლოს მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"გამოკვლევების თანახმად, საქართველოს ეკლესიის კუთვნილი მიწის საერთო ფართობი 36-ჯერ აღემატება ვატიკანის ტერიტორიას"

News.ge 

ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება თავის სტუმარს, თამთა მიქელაძეს − იურისტს.

რ2-ის იურისტი: საქართველო ვალდებულია, შეასრულოს ეს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვეს, ადამიანის უფლებათა კონვენციის 34-ე მუხლს

News.ge 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ევროსასამართლომ ტელეარხის საქმეზე უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება მიღო.

თაკო ჩარკვიანი: რა რიგითობით და რომელი ვაჟკაცობით შემოვიდა ქიბარი ავანსცენაზე

News.ge 

ჩვენ რა დავაშავეთ, როცა „იბერიას“ უჭირდა, გვერდით ვედექი და მაშინ ეს ძალიან რთული იყო, ჩავყევი სანდრო გირგვლიანს, როგორც შემეძლო, თუ ფიზიკურად, თუ ისე, რის გამოც გაანადგურეს ჩემი მეუღლის ყველაფერი, გავყიდეთ სასტუმრო „საქართველო“, ჩვენ რა დავაშავეთ.



თეა წულუკიანი „რუსთავი 2“-ის სარჩელზე - მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა სტრასბურგის სასამართლოში

News.ge 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას იმ კორესპონდენციის შინაარსი გააცნო, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოდან მიიღო.

გიორგი გაბუნია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ამით გადარჩა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა, დამოუკიდებელი მედია და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარება

News.ge 

ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართლომ დღეს მიიღო, სტრასბურგი როგორც წესი მაშინ იღებს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და ყოველი წუთი გადამწყვეტია.

ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

News.ge 

ევროსასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

გვარამია: ომი დასრულებული არ არის, ხალვაში, აქიმიძე და დვალი აქ არ სჭირდება არავის

News.ge 

ყოფილი პროკურორი ნიკა გვარამია დღეს არის მედიამენეჯერი, იგი არ მოსულა ამ ტელევიზიაში არც დარბევის გზით, არც ვინმესთვის წართმევის გზით, არც ძმები ყარამანიშვილები მოსულან ამ ტელევიზიაში ვინმესთვის რამის წართმევის გზით. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადგინა, რომ არავისთვის არავის არაფერი არ წაურთმევია.

წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება

News.ge 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

ჩიჩუა: პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით

News.ge 

ის უბედურება, რაც გვჭირდა მანამდე, ერთი და იგივე წრეზე არ ვიაროთ. ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ტელევიზიების დახურვის, დატერორების, აღარ მინდა ტერორი და ის უბედურება, რაც გამოვიარეთ.

გვარამიები კი არა „სტალინები“ წავიდნენ, გვარამია ვის დაკარგვია! – ლალი ბადურაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით “რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, მსახიობი ლალი ბადურაშვილი „მარშალპრესთან“ საუბარში ეხმაურება: „ბოლოს და ბოლოს ეს ქვეყანა ხომ უნდა მიეჩვიოს სასამართლო გადაწყვეტილების დამორჩილებას. ახლა ვიღაცას მიტინგი მოუნდება, იმის ჭკუაზე უნდა იაროს სასამართლომ? არავითარ შემთხვევაში არ ვარ მომხრე, რომ ტელევიზია გაუქმდეს, ის უნდა არსებობდეს, ოღონდ უნდა იყოს ობიექტური და […]

ომბუდსმენი: შესაძლოა მივიღოთ მედიამრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უდავოდ უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება

News.ge 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, იქმნება განცდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებით, შეიძლება საფრთხე დაემუქროს ქვეყანაში მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიასაშუალების ფუნქციონირებას.

აქიმიძე: არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს „რუსთავი2“ პროსამთავრობო, ის აუცილებლად უნდა იყოს კრიტიკული ტელევიზია

News.ge 

ჩვენ არანაირი აღმასრულებლებით, ჯარით, ჩაფხუტებით არ შევალთ. შევალთ ჩვეულებრივად, ძალიან მარტივი არის, 40% ადამიანები იქ არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად აკეთებდნენ ამ ტელევიზიას, შესაბამისად ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ის ტელევიზია, რომელიც იყო 2003 წლამდე.

Новости России
Москва

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова


სალია: „ჩვენ გამოვრიცხავთ ნებისმიერი სახის ხისტ მოქმედებებს“

News.ge 

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მოთხოვნით ისინი უზენაეს სასამართლოს ორშაბათს მიმართავენ, რის შემდეგაც შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს წილების ასახვა უკვე სასამართლოს მიერ დადგენილი მესაკუთრეების სახელზე.

„მიშას ტალახში გორაობის ყურება ხომ ცალკე უბედურებაა. საიდან სად დაენარცხა“

News.ge 

„ტაბულა“-ს დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს „ფეისბუქზე“ პასუხობს.

მურადაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მივმართეთ

News.ge 

ეს არის დროებით ღონისძიება და კონკრეტული მოთხოვნით, რითაც ჩვენ სტრასბუგის სასამართლოს მივმართეთ, ეს არის, რომ მან დროებით შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ ჩვენი სარჩელი სტრასბურგში არ იქნება არსებითად განხილული.

EPP-ის პრეზიდენტი: „რუსთავი 2“-ის საქმე არის ტესტი ქართული დემოკრატიისთვის

News.ge 

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

ჯარჯი აქიმიძე: სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „რუსთავი2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს

News.ge 

პირველი კომუნიკაცია ჩვენსა და ქიბარს შორის სასამართლოს შემდეგ შედგა და ახლა დაიწყება უბრალოდ მოლაპარაკება ჩვენს შორის და იმედი მაქვს, ეს პროცესი მალე დამთავრდება და დასრულდება ეს საგიჟეთი და აჟიოტაჟი.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Теннисист Джокович раздавал автографы в шлеме после попадания бутылкой в голову






Да убудет свет: в Москве прозвучит главная опера русских футуристов

Ежегодная акция «Ночь в музее» пройдет в Москве 18 мая

Столичные сотрудники росгвардии задержали нетрезвого водителя

Подмосковному бизнесмену помогли установить происхождение конструкций на участке