Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2017

Новости за 19.12.2017

ნინო ცაგარეიშვილი ICC-ს ასამბლეაზე

Radiotavisupleba.ge 

19 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ცაგარეიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) საქართველოს კოალიციის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ICC-ს მე-16 ასამბლეაზე, რომელიც 4-14 დეკემბერს ნიუ-იორკში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობდნენ ნინო ცაგარეიშვილი და ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის დირექტორი. ნინო ცაგარეიშვილმა ასამბლეაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ... Читать дальше...

ლაშა ტუღუში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე

Radiotavisupleba.ge 

19 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის შესახებ. ლაშა ტუღუში პროექტის კრიტიკოსთა პოზიციას წარმოადგენს და თვლის, რომ ცვლილებების პროექტი: "აფუჭებს ბევრ რამეს. აქ არ არის მარტო ერთი საკითხი. ბევრი თვალსაზრისით არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტს",- ამბობს ლაშა ტუღუში და ჩამოთვლის საკითხებს, რომლებსაც ის პრობლემურად თვლის. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-16 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის ცვლილება... Читать дальше...

ფოთში მე-9 კლასელმა გოგონამ სკოლაში ვენების გადაჭრა სცადა

Marshalpress.ge (მარშალ) 

თვითმკვლელობის მცდელობა ფოთში – მიზეზად ოჯახში კონფლიქტი სახელდება. მე-9 კლასელმა გოგონამ სკოლის საპირფარეშოში ვენების გადაჭრა სცადა, შემდეგ კი მანდატურის სამსახურს დახმარება სთხოვა. თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამომძიებლებმა მოსწავლის მშობლები დაკითხეს. ფოთის პოლიციაში გვიან ღამით გამოიკითხნენ არასრულწლოვანის მშობლები. გამოკითხვას ესწრებოდა თავად მოზარდიც. ვენების გადაჭრის მიზეზად გოგონამ მამასთან კონფლიქტი დაასახელა. კონფლიქტს ადასტურებს არასრულწლოვანის დედაც, თუმცა, მან მედიასთან […]

პარლამენტში იწყება სემეკ-ის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის კომიტეტებში სემეკ-ის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა იწყება. საკითხი ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. როგორც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გოჩა შონიას და დავით ნარმანიას კანდიდატურები წარადგინა. კომიტეტების შემდეგ კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე განიხილავენ.

22 დეკემბერს დაიწყება სააკაშვილის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში

Radiotavisupleba.ge 

კიევის სააპელაციო სასამართლომ დაასახელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვის თარიღი. საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 22 დეკემბერს, 11:15 საათზე დაიწყება. 11 დეკემბერს კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 15 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ პეჩერსკის... Читать дальше...

ეველინ ფარკასი: ”ჯაველინების” მიწოდება არა მარტო დროული, არამედ ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილებაა“

Radiotavisupleba.ge 

”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა მოსკოვს ძვირი დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ უკრაინის, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ფარკასის თქმით, საქართველოსთვის ”ჯაველინების” მიწოდება არა მარტო დროული, არამედ ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილებაა: „2012-დან 2015 წლამდე თავდაცვის სამ სხვადასხვა მდივანს მე პირადად ვურჩევდი ”ჯაველინების” მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებას. Читать дальше...

აშშ-მა დაბლოკა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული გაეროს რეზოლუცია

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში ის რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც არ ცნობს იერუსალიმის სტატუსის შეცვლას და ამ გადაწყვეტილების შეცვლის მოწოდებით გამოდის. ეგვიპტის მიერ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა 18 დეკემბერს გაიმართა. მას მხარი 14 ქვეყანამ დაუჭირა. აშშ-მა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა. რეზოლუციის პროექტით, „ნებისმიერი გადაწყვეტილებები და ქმედება, რომელიც ითვალისწინებს იერუსალიმის დემოგრაფიული შემადგენლისა და სტატუსის ცვლილებას, ბათილია და უნდა გაუქმდეს“. Читать дальше...

რუსთავში სამი ადამიანი ემსხვერპლა საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ ხანძარი გაჩნდა ხუთსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში: „ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები“, - ნათქვამია განცხადებაში. შინაგან... Читать дальше...

პარლამენტი პრეზიდენტს მიმართავს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს, მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვისათვის. ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თხოვნა პრეზიდენტს 19 დეკემბერს გადაეგზავნება და პარლამენტის მოთხოვნა იქნება, რომ სხდომა გაგრძელდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. შესაბამისად, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, სესია, რომელიც 21 დეკემბრის 12 საათიდან უნდა დაიწყოს, შესაძლებელია გაგრძელდეს შაბათ-კვირასაც.

აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში ლაპარაკია რუსეთის შეჭრაზე საქართველოსა და უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში - რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 დეკემბერს წარმოადგინა - რუსეთის შესახებ ანალიზის ერთ-ერთ მონაკვეთში ნახსენებია კრემლის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, როგორც დასტური რუსეთის მზაობისა დაარღვიოს ქვეყნების სუვერენიტეტი. დოკუმენტში ვკითხულობთ: „იმის მიუხედავად, რომ აღარ არსებობს საბჭოთა კომუნიზმის საფრთხე, ჩვენს სიმტკიცეს ახალი გამოწვევები უდგას წინ. რუსეთი იყენებს გაყალბების გზებს საიმისოდ, რომ დაასუსტოს ნდობა ამერიკის ერთგულებისადმი ევროპის მიმართ... Читать дальше...

ხვალ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება. 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთწმინდის რაიონში, მტკვრის ქუჩა № 3, № 4, № 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ორბელიანის, ათონელის, ტელეგრაფის III და IV ჩიხებში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა 15:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის […]


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос






Семье погибшего при исполнении служебного долга росгвардейца из Ингушетии вручили ключи от автомобиля

СТОЛИЧНЫЕ РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МОЛОДОГО ЧЕЛОВЕКА, ПОДОЗРЕВАЕМОГО В НАНЕСЕНИИ ТРАВМ ТРОИМ НЕЗНАКОМЦАМ

Антропогенного воздействия на пруд Подольска эксперты Росрыболовства не выявили

Mash: Артем Дзюба планирует уехать за границу