Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2017

Новости за 26.12.2017

სააკაშვილი აპირებს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს უკრაინის უშიშროების სამსახურს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა უკრაინის უშიშროების სამსახურში 26 დეკემბერს დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე. ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ კიევში, უშიშროების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უარის მიზეზი დარღვევაა, რადგან ერთ უწყებაში მითითებულია ორი საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვა და ექსპერტიზისთვის ნიმუშების აღება. ადვოკატის თქმით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ საგამოძიებო მოქმედებების ერთად ჩატარებას... Читать дальше...

რუსეთი სირიაში ქმნის მუდმივ სამხედრო დაჯგუფებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ რატიფიცირებულია რუსეთ-სირიის შეთანხმება, ქალაქ ტარტუსში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ. ფედერაციის საბჭოს მიერ 26 დეკემბერს მხარდაჭერილი დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების რეალიზაცია შეესაბამება რუსეთის ინტერესებს და ხელს შეუწყობს რეგიონში რუსეთის გრძელვადიან სამხედრო ყოფნას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სირიასა და რუსეთს შორის 2017 წლის იანვარში გაფორმებული შეთანხმებით, მოსკოვს უფლება აქვს ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ტარტუსის პორტის რაიონში გააფართოვოს სამხედრო-საზღვაო... Читать дальше...

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ყუფარაძე

Radiotavisupleba.ge 

26 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ყუფარაძე, UNICEF-ის საქართველოს ოფისის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი აქცენტები

Radiotavisupleba.ge 

დასრულდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა ძირითადად ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სომხეთის პრეზიდენტი თბილისში

Radiotavisupleba.ge 

დასრულდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის განმავლობაშიც ძირითადად ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.

სპეცოპერაცია პანკისსა და თბილისში

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ 26 დეკემბრის დილით თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე - 4 პანკისის სოფლებში და ერთი თბილისში.

სუს-ი: ჩატაევის ჯგუფი ტერაქტებს გეგმავდა საქართველოსა და თურქეთში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ომალოში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 5 პირი, რომლებიც ახმედ ჩატაევს და მისი ჯგუფის წევრებს დაეხმარნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაში. „გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ამ პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე... Читать дальше...



სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ნატროშვილი

Radiotavisupleba.ge 

26 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა

Radiotavisupleba.ge 

სპეცოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ომალოსა და დუისში დააკავეს სამი პირი. სათემო რადიოს ცნობითვე, დუისში დაიჭრა 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება უკავშირდება თბილისში, 21-22 ნოემბრის კონტრტერორისტულ ოპერაციას ახმედ ჩატაევის ჯგუფის წინააღმდეგ.

წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ამჯერად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს დაუკანონდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უფლებამოსილების მიღების შემდეგ, თბილისის მთავრობამ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად დაიწყო. „ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ბევრ ოჯახს მივეცით საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების შესაძლებლობა. ესენი ის ადამიანები […]

ბრიტანული ფრეგატი აკონტროლებს რუსული სამხედრო გემის გადაადგილებას

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ განაცხადა, რომ სამეფო ფლოტის ფრეგატი HMS St Albans-ი იძულებული გახდა თანხლება გაეწია რუსეთის სამხედრო ფლოტის გემის, „ადმირალი გორშკოვისთვის,“ რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების მახლობლად გადაადგილდება. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობის ინფორმაციით, დავალების შესასრულებლად ბრიტანულმა გემმა დისლოკაციის ადგილი 23 დეკემბერს დატოვა და 26 დეკემბერს, დღის ბოლომდე შევა პორტსმუტის საზღვაო ბაზაზე. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით... Читать дальше...

გული მერევა როცა საზოგადოება აღშფოთებას გამოხატავს მწერლის თუ პოეტის უფლებების დარღვევაზე, ხოლო უბრალო მოკვდავთა უფლებებს უნებლიედ “მასოვკაში” ატარებს – უძილაური

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი, გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “გული მერევა როცა საზოგადოება აღშფოთებას გამოხატავს მწერლის თუ პოეტის უფლებების დარღვევაზე, ხოლო უბრალო მოკვდავთა უფლებებს უნებლიედ სტატისტიკაში და “მასოვკაში” ატარებს. სულ არ მაინტერესებს, პოეტი დაიჩაგრა, მხატვარი, გინეკოლოგი, ბირჟავიკი თუ ასტრონომი. ამ ქვეყანაში მგონი ვაშენებთ თანასწორთა და არა ელიტების სახელმწიფოს. ამიტომ პოლიციელისგან კანონდარღვევაზე მკაცრი რეაქცია უნდა […]


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Мария Шарапова

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье






55-летняя телеведущая Бондарчук снялась в бикини на курорте в Турции

Около 35 тыс. обращений в сфере имущественно-земельных отношений направили москвичи с начала года

Подмосковье заполонили змеи. Они даже в магазинах, а убивать их запрещено

Пост №5839353