Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2018

Новости за 27.03.2018

თეონა ყუფუნია: კაცებისა და ქალების კვალიფიციურობაზე საუბარი უხერხულია

Radiotavisupleba.ge 

27 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო თეონა ყუფუნია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის მენეჯერი, მან ისაუბრა გენდერული კვოტების საკითხზე.

იპოვე შენი გვარი 1907 წლის პეტიციაში რუსეთის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

თითქმის 3000 ადამიანი აწერს ხელს „ქართველი ხალხის მემორანდუმს“, რომელიც 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონგრესს ატყობინებდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ჩაგვრაზე და ითხოვდა ავტონომიას.

პაატა ბაირახტარი: გენგეგმის ეკონომიკური გათვლები ბუნდოვანია

Radiotavisupleba.ge 

27 მარტს  რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცეპრეზიდენტი, მან ილაპარაკა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებზე.

ძველი მართვის მოწმობები 1 აპრილს გაუქმდება

Radiotavisupleba.ge 

მოქალაქეებს რამდენიმე დღე რჩებათ იმისათვის, რომ განაახლონ ძველი მართვის მოწმობები. ცვლილება ეხება იმ მძღოლებს, რომელთაც 2006 წლის 1 აპრილამდე აიღეს მართვის მოწმობა და მას შემდეგ არ შეუცვლიათ.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ჟენევის 43-ე რაუნდის ყველა ფორმატში განიხილება

Radiotavisupleba.ge 

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის მოსპობა და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში ქართული მხარის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ საკითხებს შორისაა.

კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაიღუპა 41 ბავშვი. მათი სახელები და გვარები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბში გამოაკრეს. ოფიციალური მონაცემებით, 25 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ დაიღუპა 64 ადამიანი. 27 მარტს დილით, კემეროვოს საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებმაც მოითხოვეს კემეროვოს მერის და ოლქის გუბერნატორის გადადგომა, ობიექტური გამოძიება და სიმართლის დადგენა. შეკრებილები ასევე მოითხოვდნენ მათთან მისულიყო პრეზიდენტი პუტინი... Читать дальше...

რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევება: საქართველოს ინტერესები დასავლეთის მკაცრი პასუხის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

სადამდე შეიძლება მივიდეს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება? რა ევალება ასეთ დროს საქართველოს და იძლევა თუ არა ეს რეალობა ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის?

სქესობრივი დისკრიმინაცია - გრეხილი, რომელიც გაწყდა

Radiotavisupleba.ge 

პაპუნა უგრეხელიძე „შეთითხნილს“ უწოდებს სახალხო დამცველის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის მაისში დადგინდა, რომ ის ყოფილ თანამშრომელს „სქესის ნიშნით ავიწროებდა“.



გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთი ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები. „ორიოდე დღის წინ მიწას მივაბარეთ ქართველი ვაჟკაცის, არჩილ ტატუნაშვილის ნეშტი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ვინაიდან მტრებმა ვერ შელახეს მისი ღირსება. ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირი გახლავთ არჩილ ტატუნაშვილი“ - განაცხადა 27 მარტს, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო... Читать дальше...

თბილისის იერსახის დამახინჯებაზე სანქციები მკაცრდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, თბილისის იერსახის დამახინჯებაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება. ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და ის პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. ცვლილებების თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე... Читать дальше...

ქართული მხარე ჟენევაშიც მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დადგენას

Radiotavisupleba.ge 

27 მარტს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟენევაში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე მწვავედ დააყენებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამოძიების და დამნაშავეთა დადგენის საკითხს, განსაკუთრებით რუსეთის დელეგაციის წინაშე. დავით დონდუას თქმით, კონკრეტული პირების დადგენა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა არ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით... Читать дальше...

კემეროვოში მოითხოვენ ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო აქცია გაიმართა რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა სავაჭრო-გასართობ ცენტრში 25 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად. საოლქო ადმინისტრაციასთან მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ სიმართლის დადგენას. აქციის მონაწილეები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ დაღუპულია გაცილებით მეტი ადამიანი და ხელისუფლება ამას მალავს. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სამაშველო სამსახურების მუშაობის გამო და მოითხოვდნენ კემეროვოს მერის და ოლქის გუბერნატორის გადადგომას და ობიექტურ გამოძიებას. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Екатерина Александрова

Екатерина Александрова уступила Линетт во втором круге турнира в Страсбурге






NetEase: Путин нестандартно поступил после новостей из Японии

В Подмосковье около магазина нашли 6-летнюю девочку без одежды

В АТОР назвали популярные у россиян направления на майских праздниках

Павел Прилучный подал иск к Агате Муцениеце