Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2018

Новости за 08.07.2018

The Observer – „ბრექსიტის“ კამპანიის მთავარი სპონსორი რუს დიპლომატებს 11-ჯერ შეხვდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter „ბრექსიტის“ კამპანიის მთავარი სპონსორი რუს დიპლომატებს 11-ჯერ შეხვდა, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Observer-ი. The Guardian-ის პარტნიორი გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმამდე და მის შემდეგაც, „ბრექსიტის“ კამპანიის მთავარი სპონსორი, ბიზნესმენი აარონ ბენკსი რუსეთის ელჩს 11-ჯერ შეხვდა. ამასთან, ბიზნესმენმა რუსეთის ელჩისგან კიდევ […]

თურქეთში ახალი ბრძანებით დაითხოვეს 18000-ზე მეტი საჯარო მოხელე

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში გამოიცა ახალი ბრძანება, რომლის საფუძველზეც სამსახურებიდან დაითხოვეს 18000-ზე მეტი საჯარო მოხელე, მათგან ნახევარი პოლიციის წევრი - ბრძანებაში ნათქვამია, რომ არსებობს ეჭვი მათი კავშირების შესახებ "ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მოქმედ" ჯგუფებთან. 8 ივლისს გავრცელებული განცხადებით ქვეყნის მასშტაბით დაიხურა 12 ასოციაცია, სამი გაზეთი და ერთი ტელეარხი. ამ ნაბიჯის ფონია მიმდინარე თვისთვის გათვალისწინებული გეგმა ორი წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო ვითარების გაუქმების თაობაზე. საგანგებო ვითარება... Читать дальше...

ვიდეოში ცეკვის გამო ირანში დააკავეს ახალგაზრდა ქალი

Radiotavisupleba.ge 

ირანში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოები. მას ამ გვერდზე 40,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც მაედე მოჯაბრი, რომელიც 18, ან 19 წლის არის, აღიარებს, რომ მან დაარღვია მორალური ნორმები, თუმცა იქვე აცხადებს, რომ სხვებისთვის არ მიუცია წამხედურობის მაგალითი. სიუჟეტში მისი სახე დაფარული იყო, იქვე ჩანდა სხვა პირებიც, რომლებიც მსგავსი ბრალდებებით არიან პატიმრობაში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ხშირად აჩვენებს აღიარებებს... Читать дальше...

ფიფა ხორვატ ფეხბურთელს აფრთხილებს განცხადებისთვის "დიდება უკრაინას"

Radiotavisupleba.ge 

ფიფამ ოფიციალური გაფრთხილებით მიმართა ხორვატ ფეხბურთელს, უკრაინის შესახებ მისი განცხადების გამო მას შემდეგ, რაც ხორვატიის ნაკრებმა რუსეთი ჩამოაშორა მსოფლიო ჩემპიონატს. 8 ივლისს ფიფამ განაცხადა, რომ მისმა სადისციპლინო კომიტეტმა გაფრთხილება გაუგზავნა ხორვატ მცველს, დომაგოი ვიდას, რომელიც მისი ნაკრების გამარჯვების შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში სკანდირებდა ლოზუნგს "დიდება უკრაინას". რუსეთს საერთაშორისო სანქციები აქვს დაკისრებული, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანქესირების და აღმოსავლეთ... Читать дальше...

ტაილანდიდან მოსული ახალი ინფორმაციით, მღვიმიდან ამოყვანილია ოთხი ბიჭი, ოპერაცია გრძელდება

Radiotavisupleba.ge 

ტაილანდიდან გავრცელებული ცნობით, დატბორილი მღვიმიდან ამ ეტაპისთვის ამოყვანილია ოთხი ბიჭი. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექვსი მოზარდი იყო ამოყვანილი მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდის და მათი მწვრთნელის ჯგუფიდან. სამი ბიჭი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მეოთხე სასწრაფო დახმარების მანქანით. პროვინციის გუბერნატორის, ნარონგსაკ ოსოტჰანაკორნის ცნობით, მაშველებს 10-20 საათამდე დრო ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ შემდეგი ოპერაცია დაიწყონ, მღვიმეში დარჩენილი ბიჭების გადასარჩენად. ტაილანდში მაშველებმა 8 ივლისს დაიწყეს ოპერაცია... Читать дальше...

"პირველი მერცხლის" ალეგორია

Radiotavisupleba.ge 

რატომღაც სიტყვა პროვინციას ყოველთვის უარყოფითი მნიშვნელობით ვხმარობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ მასაც აქვს გარკვეული ხიბლი, კერძოდ გულუბრყვილობა, რაც ზოგჯერ ადამიანის სულიერ სისუფთავეს მოწმობს. ლევან ჭელიძისა და ნანა მჭედლიძის ფილმში "პირველი მერცხალი" დახატულმა პროვინციამ ამ ალალი მიამიტობით მიიპყრო თავდაპირველად ჩემი ყურადღება.

ოფიციალური პირები: ტაილანდის მღვიმიდან უკვე რამდენიმე ბიჭია ამოყვანილი

Radiotavisupleba.ge 

ტაილანდის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე ბიჭია ამოყვანილი დატბორილ მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდის და მათი მწვრთნელის ჯგუფიდან. ტაილანდში მაშველებმა 8 ივლისს დაიწყეს ოპერაცია ჯგუფის გადასარჩენად, იუწყებიან, რომ ამინდიდან გამომდინარე ეს ოპერაცია შესაძლოა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდეს. "ამინდი ხელსაყრელია, წყლის დონე კარგია. მყვინთავები მზად არიან. ბიჭები ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად მზად არიან გამოსასვლელად" - განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა, ნარონგსაკ ოსოტჰანაკორნმა, 8 ივლისს. Читать дальше...

იუწყებიან, რომ, ტაილანდში მღვიმიდან ამოიყვანეს 12-დან ორი ბიჭი

Radiotavisupleba.ge 

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტაილანდში მაშველებმა უკვე ამოიყვანეს ორი იმ 12 ბიჭიდან, რომლებიც ჩარჩენილი არიან ჩიანგრაის პროვინციაში მდებარე ხაო ლუანგის გამოქვაბულში. ამ ცნობას ავრცელებს Sky News-ი, ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ბიჭები თავიდან გამოქვაბულთან ახლოს, საველე ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ კი ვერტმფრენით წაიყვანეს ჩიანგრაის საქალაქო საავადმყოფოში. ტელეარხს წყაროები ეუბნებიან, რომ გამოქვაბულიდან გასასვლელად კიდევ ორი ბიჭი ემზადება.



სომხეთში ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წაუყენეს ექსპრეზიდენტის ძმას

Radiotavisupleba.ge 

სომხეთი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმას ოფიციალურად წარედგინა ბრალი ფინანსურ დანაშაულში. ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე ნაბიჯიდან, რომელიც სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში გადადგეს ყოფილი ლიდერის ახლო სანათესაოს წინააღმდეგ. სომხეთის გამოძიების საგანგებო სამსახურმა 7 ივლისს განაცხადა, რომ ლევონ სარგსიანს, ისევე, როგორც მის ვაჟს, ნარეკს და ქალიშვილ ანის, უკანონო ბიზნესაქტივობის წარმოების ბრალდება წარედგინათ. ამავე კომიტეტის თანახმად, ლევონ და ანი სარგსიანებს ასევე წარედგინებათ გაყალბების ბრალდება. Читать дальше...

რუსეთის ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშა, მაგრამ ქვეყანა ესალმება "გმირებს"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ოცნება, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისას ჩემპიონიც გამხდარიყო, დასრულდა ხორვატიის ნაკრებთან მარცხით, მაგრამ ქვეყნის ლიდერები, მოქალაქეები და ოპოციზიის აქტივისტიც კი მადლობას უძღვნიან თავიანთი ქვეყნის ნაკრებს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისს დილით ადრე განაცხადა, რომ ნაკრებით "ამაყობს", მიუხედავად მათი დამარცხებისა ხორვატიის ნაკრებთან, პენალტების სერიით, ანგარიშით 4-2. სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვებს - რომ პუტინი, რომელიც მატჩს შორიდან ადევნებდა თვალს... Читать дальше...

მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო და წყლის დონის მატების საფრთხეც ამ დროისთვის არ არსებობ. ადგილზე დილიდან ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ნენსკრა, სპეციალური ტექნიკით, დაგროვილი ნაშალი მასალისა და ჩამოტანილი ხეებისგან იწმინდება.მობილიზებულია 30–მდე ერთეული ტექნიკა. ასევე, მიმდინარეობს ხაიში–ჭუბერის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი და მორეცხვითი სამუშაოები.

გამოკვლევის თანახმად, ბრიტანელი პოლიციელი არ არის "ნოვიჩოკით" მოწამლული

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ქალაქ სალისბერის საავადმყოფო აცხადებს, რომ პოლიციელს, რომელმაც კლინიკას მიაკითხა შეშფოთებით, რომ ის შესაძლოა ნერვული გაზით, "ნოვიჩოკით" ყოფილიყო მოწამლული, შეხება არ ჰქონია ამ ნივთიერებასთან. "სიხარულით ვადასტურებთ, რომ პოლიციელი, რომელმაც ამნესბერიში მიმდინარე ინციდენტთან კავშირით პრევენციულად მიაკითხა სალისბერის რაიონულ საავადმყოფოს, შემოწმდა და ის ჯანმრთელია" - ამ განცხადებას რაიონული პოლიცია ავრცელებს, საავადმყოფოს პრესმდივნის სიტყვებზე დაყრდნობით.  პოლიციის თანახმად, საავადმყოფოს... Читать дальше...

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანა დაიწყეს

Radiotavisupleba.ge 

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღე გაგრძელდება. მაშველებმა დატბორილი მღვიმიდან უნდა გამოიყვანონ 12 მოზარდი და მათი ჯგუფის ხელმძღვანელი.

TDI-ს ხელმძღვანელი რუს გულშემატკივართან დაპირისპირებას იხსენებს

Radiotavisupleba.ge 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ეკა ჭითანავამ უკვე დატოვა პოლიციის განყოფილება, სადაც ის 7 ივლისს, ფეხბურთის რუს გულშემატკივართან შელაპარაკების შემდეგ იმყოფებოდა. გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით რაც ძალადობას გულისხმობს. ჭითანავა უარყოფს ძალადობის ფაქტს და კონსულტაციებს გადიის საიას და მისი ორგანიზაციის იურისტებთან.  „რადიო თავისუფლებასთან“ ეკა ჭითანავა იხსენებს, რომ ბათუმში, ანბანის კოშკთან საგულშემატკივროდ მისულ რუს ტურისტ გოგოს, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, იმის გამო რომ ის რუსეთის დროშას აფრიალებდა. Читать дальше...

სოციალური მედია ხორვატიის ნაკრების გამარჯვებას ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკში ხორვატიის ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე ასობით ქართველი წერს მისალოც და მადლიერების კომენტარებს.

საგანგებო შტაბი თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდებას სთხოვს

Radiotavisupleba.ge 

ჭუბერში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბმა თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო შტაბიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა, რის გამოც საჭიროა უსწრაფესი მოქმედებები. სტიქიის ზონაში... Читать дальше...

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ ჭუბერში სამხედრო ძალის გამოყენებაზე

Radiotavisupleba.ge 

8 ივლისს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს ჭუბერში სამხედრო ძალისა და ტექნიკის გამოყენების თაობაზე, სადაც მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად უკვე მესამე დღეა სტიქია გრძელდება. კონსტიტუციის შესაბამისად, სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. საუბარია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე, რომელიც თავდაცის სამინისტროს ეკუთვნის. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა საღამოს 5:30-ზეა დანიშნული.

ტაილანდის მღვიმედან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანის ოპერაციის დაწყებამდე ხელისუფლებამ არასრულწლოვნების მშობლებისგან თანხმობა აიღო. როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, მშობლებმა იციან რისკების შესახებ, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ბავშვების გამოსაყვანად მღვიმეში ყველა პირობაა შექმნილი და მათ იმედი აქვთ, რომ არასრულწლოვნებს უვნებლად გამოიყვანენ. შეგახსენებთ, მაშველებმა 12 ბიჭისა და მათი მწვრთნელის მღვიმიდან გამოყვანის მიზნით ოპერაცია თბილისის დროით […]


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






День экологического образования пройдет на ВДНХ

«Она не ожидала»: стала известна реакция Королевой на инцидент в Кремле 9 мая

Зобнин: гол в ворота «Краснодара» — один из самых красивых в карьере

Мусаев — о поражении от «Спартака»: извиняюсь перед всеми жителями Краснодара