Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 20.11.2018

ნისიების რვეული - მიკროსესხების ქართული ვარიანტი

Radiotavisupleba.ge 

​ნისიების რვეული თითქმის ყველა პატარა მაღაზიას აქვს. ამ რვეულებში ინახება მთელი უბნის წვრილმანი ვალები - ვინ რამდენი ყველი, ყავა, სიგარეტი და ღვინო წაიღო, რამდენი ლარი აქვს გადასახდელი, რამდენი გადაიხადა, რამდენი დარჩა. აქ ყოველთვე ერთი და იმავე ადამიანების სახელები იწერება.

სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა

Radiotavisupleba.ge 

არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. მათი ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა  ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის... Читать дальше...

თეთრი სახლი აკრედიტაციას უბრუნებს CNN-ის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლი აკრედიტაციას უბრუნებს ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას, რომელსაც რამდენჯერმე მოუვიდა კამათი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა 19 ნოემბერს გამოაცხადა აკოსტასთვის აკრედიტაციის აღდგენის შესახებ, მაგრამ ამავე დროს დაასახელა ახალი წესები კორესპონდენტებისათვის. მისი განმარტებით, ამიერიდან ჟურნალისტებს პრესკონფერენციებზე მხოლოდ თითო-თითო შეკითხვის დასმა შეეძლებათ, თუ მათ თეთრი სახლი არ მისცემს დამატებით შეკითხვების უფლებას. თეთრმა სახლმა აკოსტას აკრედიტაცია შეუწყვიტა მას შემდეგ... Читать дальше...

ბიბილოვი: უკრაინამ საქართველოს მსგავსად აირჩია სახელმწიფო ტერორის გზა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დახმარებას და თანამშრომლობის გაძლიერებას პირდება უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს. ამის შესახებ ბიბილოვმა განუცხადა ინტერნეტ-პორტალს, „მე-15 რეგიონს.“ ბიბილოვის თქმით, მუდმივი კონტაქტი აქვს ამ რესპუბლიკების მეთაურებად 11 ნოემბერს არჩეულ დენის პუშილინსა და ლეონიდ პასეჩნიკთან. ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, მან თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა... Читать дальше...

თბილისში ავტობუსებზე სამუშაოდ 19 ქალი მძღოლი გადამზადდება

Radiotavisupleba.ge 

როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ“, ავტობაზაში სწავლების 2 კვირიანი კურსის გავლის შემდეგ დასაქმდება 19 ქალი მძღოლი. პირველ ეტაპზე მიღებული 10 ქალი უკვე გადის გადამზადების პრაქტიკულ კურსს, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული 9 ქალი - თეორიულ კურსს. „25 ქალი მძღოლის გადამზადება შეგვეძლო, თუმცა, იმის გამო, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ 10 მძღოლი გადავამზადეთ, გამოვაცხადეთ თავიდან განაცხადების მიღება. მეორე ეტაპზე 9 მძღოლი გადის თეორიული მომზადების კურსს. ჯამში 19 ქალი მზად იქნება დასაქმებისთვის... Читать дальше...

ვლადიმირ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 21 ნოემბერს, სოჭში შეხვდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს კრემლის პრესსამსახური. მისი ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ მიმდინარე მოვლენებსა და სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

კოსოვოს ისევ უარი უთხრეს ინტერპოლის წევრობაზე

Radiotavisupleba.ge 

ინტერპოლის განცხადებით, კოსოვოს კვლავ უარი უთხრეს ამ ორგანიზაციის წევრობაზე. კოსოვომ პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე მესამედ მიმართა განაცხადით, რომელიც ამჯერად განიხილეს ინტერპოლის გენერალურ ასამბლეაზე დუბაიში. 20 ნოემბერს გამართული კენჭისყრისას, კოსოვოს მხარი დაუჭირა 68 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 51, ხოლო 16-მა თავი შეიკავა. ინტერპოლს ამჟამად 192 წევრი ჰყავს. მასში მისაღებად საჭიროა ხმების ორი მესამედის მოპოვება. სერბეთსა და მასში შემავალ კოსოვოს შორის ომიდან ცხრა წლის შემდეგ, 2008 წელს, კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. Читать дальше...



გაერო: ავღანეთში მკვეთრად იკლო ოპიუმის წარმოებამ

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში 29%-ით იკლო ოპიუმის წარმოებამ, რის მიზეზადაც, პირველ რიგში, ძლიერ გვალვას ასახელებენ. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სააგენტოს ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ოპიუმის შემცირება (9000 ტონიდან 6400 ტონამდე) ემთხვევა სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებული მიწების შემცირებას. ავღანეთში ოპიუმის კვლევამ, რომელიც ერთად ჩაატარეს გაეროს სააგენტომ და ავღანეთის ანტინარკოტიკულმა სამინისტრომ, დაადგინა, რომ მთლიანობაში 263 ათასი ჰექტარი იქნა გამოყენებული ოპიუმის მოსაყვანად, რაც 20%-ით ნაკლებია 2017 წელთან შედარებით. Читать дальше...

ომბუდსმენს სასესხო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე კითხვები აქვს

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ეხება, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ნინო ლომჯარია მთავრობის ინიციატივაში კითხვის ნიშნებს ხედავს: „საკითხი ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. Читать дальше...

"არა ფობიას" შეფასებით, სააკაშვილის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო პლატფორმის, „არა ფობიას“ წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტისტური განცხადების გამო. პლატფორმის წევრთა განცხადებით, 18 ნოემბერს, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ სავარაუდო პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი მოიხსენია „ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ.” არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად... Читать дальше...

„ამაყი ვარ იმით, რომ ფერმერობა დღეს ძალიან პრესტიჟულია“

Radiotavisupleba.ge 

„განათლება, ინფრასტრუქტურის არარსებობა, დანაწევრებული მიწები და იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა“ საქართველოში  ფერმერული მეურნეობების განვითარების ძირითადი დამაბრკოლებელი პრობლემებია-განაცხადა საქართველოს „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

გიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნება" მატყუარა ადამიანების ერთობლიობაა

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთ ცრუ დაპირებად მიიჩნევს ფინანსური ორგანიზაციების წინაშე 600 ათასამდე მოქალაქის ვალის ჩამოწერას. თბილისში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" მატყუარა ადამიანების ერთობლიობაა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობა არაერთხელ მოატყუა თავისი დაპირებებით. ვაშაძემ მაგალითად მოიყვანა კომუნალური გადასახადების შემცირების, საწვავის... Читать дальше...

მთავრობა არ ეთანხმება არასამთავრობო სექტორის შეფასებას ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასამდე მოქალაქის ვალის ჩამოწერა სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვაა. „2012 წლიდან სწორედ ქართული ოცნება გახლავთ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები“ - განუცხადა ბრიუსელში გამგზავრების წინ ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველა არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტით... Читать дальше...

„განულების ინიციატივა გრძელვადიან პერიოდში ვადაგადაცილებების მაჩვენებელს გაზრდის“

Radiotavisupleba.ge 

საბანკო ვალდებულებების ჩამოწერა „კრედიტინფოს“ ნეგატიურ მონაცემთა  ბაზაში მოხვედრილ ადამიანებს შეეხებათ-განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა.

გარდაიცვალა ხობში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი

Radiotavisupleba.ge 

თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი. კლინიკის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ პაციენტი გამთენიისას გარდაიცვალა. ქაშიბაძის ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ისინი კრიტიკული დამწვრობის დიაგნოზით ხობიდან თბილისში გვიან ღამით გადაიყვანეს. აფეთქება 19 ნოემბერს საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბენზინის აალებამ გამოიწვია.

ევროკავშირი საქართველოს კიდევ 231 მილიონი ევროთი დაეხმარება

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში, ევროკავშირის და საქართველოს ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრისას ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას და დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 231 მილიონი ევროს გამოყოფას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 ნოემბერს, მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შეთანხმებებს უნარების განვითარების და ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ და დოკუმენტს საქართველოსთვის... Читать дальше...

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით – პრემიერი

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვალების განულების პროგრამას, საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო. არასამთავრობო სექტორის განცხადებებზე, რომ ინიციატივა წინასაარჩევნო მოსყიდვაა და წარმოადგენს კანონდარღვევას, პრემიერი ამბობს, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულ გარემოში და ნებისმიერ დარღვევაზე იქნება რეაგირება. “რაც დაიდგა კვირას ჩვენი ოპონენტების მხრიდან […]

ინტერპოლის პრეზიდენტად რუსი გენერლის შესაძლო არჩევა პროტესტს იწვევს

Radiotavisupleba.ge 

21 ნოემბერს, დუბაიში გაიმართება ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ბრიტანული გაზეთის, „თაიმსის“ ინფორმაციით, ამ თანამდებობას სავარაუდოდ, დაიკავებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი ალექსანდრ პროკოპჩუკი. პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პროკოპჩუკის შესაძლო არჩევას ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი გაერთიანება „თავისუფალი რუსეთის ფორუმი.“ მისი განცხადებით, ინტერპოლის მსგავს გავლენიან ორგანიზაციას არ უნდა ხელმძღვანელობდეს წარმომადგენელი იმ ქვეყნისა... Читать дальше...

ბიბილოვი უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტთა ლიდერების "ინაუგურაციას" დაესწრება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმყოფება უკრაინის ქალაქ დონეცკში, სადაც დღეს დაესწრება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურად არჩეული დენის პუშილინის ინაუგურაციას. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ინაუგურაციამდე ბიბილოვი იმყოფებოდა დონბასელი სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს საფლავზე და პატივი მიაგო მის ხსოვნას. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველი მეთაური ზახარჩენკო 2018 წლის აგვისტოში დაიღუპა დონეცკის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად. Читать дальше...

საქართველო და ევროკავშირი ახალი ფორმატის უმაღლესი დონის შეხვედრებს იწყებენ

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელძღვანელობს. მინისტრთა კაბინეტის წევრების სამუშაო ვიზიტი ორდღიანია. 21 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით გაიმართება ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Фалей уступила в квалификации открытого чемпионата Франции по теннису






Футболист Тарасов показал средний палец водителю автобуса в Москве

Более 2 тысяч студентов прошли школу вожатых в Подмосковье

Захарова посоветовала главе МИД Польши рассказать о роли США в подрыве "СП"

Выездную диспансеризацию проведут в парке Кривякино в Воскресенске