Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2018

Новости за 14.12.2018

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59,52%, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40, 48 % მოაგროვა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრეთა ვინაობა ცნობილია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ პარტნიორთა სია გამოაქვეყნა. ინაუგურაციაზე დამსწრეთა შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გააცნო საზოგადოებას, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. „დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი... Читать дальше...

"ყაირათიანი მოხმარება არ არსებობს ფასის გარეშე"

Radiotavisupleba.ge 

"სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და, შესაბამისად, გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის – წყლის დაცვას", - წერია "საქართველოს კანონში წყლის შესახებ". ლევან ფავლენიშვილი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი თვლის, რომ სახელმწიფო ვერც იცავს წყლის რესურსს და ვერც მართავს.

ირაკლი კობახიძე:სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რეალობას ეფუძნება

Radiotavisupleba.ge 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. საქმე შეეხება საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილ 3 საჩივარს, რომელთაგან ორი სასამართლომ სრულად, ერთი კი ნაწილობრივ დაუშვებლად ცნო. „რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ზოგადად ეფუძნება იმ რეალობას, რომელიც იყო 2008 წელს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ომში აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. Читать дальше...

ქუთაისის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს

Radiotavisupleba.ge 

„ქუთაისის 2019 ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისა და აქტივისტების შენახვაზეა ორიენტირებული“, - ასე ეხმაურება ქუთაისის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დავით გოგისვანიძე, ქალაქის ბიუჯეტის პროექტს. „საბიუჯეტო სახსრების 60-70% სახელფასო ფონდისთვის განკუთვნილი თანხაა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისათვის იბრძოდნენ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები დასაქმებულიყვნენ. არავინ არ ფიქრობს, რა სჭირდება ქუთაისის მომავალს, მას შემდეგ, რაც მან საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგა“,- ამბობს დავით გოგისვანიძე. Читать дальше...

ევროკავშირმა უარი განაცხადა  ბრექსიტის საკითხზე   ხელახალი მოლაპარაკებები დაიწყოს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე  ლონდონთან ხელახალი მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებლად მიიჩნია. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ განცხადებაში. სამიტს ბრიუსელში ესწრებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. შესაბამისად ევროკავშირმა დაამტკიცა თავისივე 25 ნოემბრის დადგენილება,ბრექსიტის  საკითხზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამასთანავე ბრიუსელმა გამოხატა მზადყოფნა მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ლონდონთან მას შემდეგ, რაც 2019 წლის 29 მარტს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. Читать дальше...

თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას აქციის სხვა ადგილზე ჩატარება შესთავაზა

Radiotavisupleba.ge 

თელავის მერიის თანახმად, ტერიტორია, რომელზეც  გაერთიანებული  ოპოზიცია 16 დეკემბერს  აქციის ჩატარებას აპირებს, ინაუგურაციისთვის საჭირო ტერიტორიაში ექცევა. ამიტომ გაერთიანებულ ოპოზიციას თელავის მერიამ შესთავაზა აქცია ალტერნატიულ ადგილას, კერძოდ, კოსტავას ქუჩაზე გამართოს. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი განმარტავს,  ოფიციალური შეტყობინება აქციის ალტერნატიულ ტერიტორიაზე გამართვის შეთავაზების შესახებ უკვე გაეგზავნა გაერთიანებულ ოპოზიციას. გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის... Читать дальше...

ქვემო სვანეთის მკვიდრთა ნაწილმა ჰესების მშენებლობის შეწყვეტა აქციაზე მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობის წარმომადგენლებმა ჰესების მშენელობის საწინააღმდეგო აქცია გამართეს, თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შენობასთან. ისინი მოითხოვენ ბანკმა შეწყვიტოს ხეობაში ჰესების მშენებლობის დაფინანსება. ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედის მკვიდრის ჯუმბერ გაზდელიანის თქმით, ისინი ეწინააღმდეგებიან ხელედის ხეობაში ჰესის - „ხელედურა 1“-ის მშენებლობას, ვინაიდან ჰესის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოლოგიას და მოსახლეობის საკუთრებას. გამაფრთხილებელი აქციის ორგანიზატორებმა... Читать дальше...



ქვემო სვანეთის მკვირთა ნაწილმა ჰესების მშენებლობის შეწყვეტა აქციაზე მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობის წარმომადგენლებმა ჰესების მშენელობის საწინააღმდეგო აქცია გამართეს, თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შენობასთან. ისინი მოითხოვენ ბანკმა შეწყვიტოს ხეობაში ჰესების მშენებლობის დაფინანსება. ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედის მკვიდრის ჯუმბერ გაზდელიანის თქმით, ისინი ეწინააღმდეგებიან ხელედის ხეობაში ჰესის - „ხელედურა 1“-ის მშენებლობას, ვინაიდან ჰესის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოლოგიას და მოსახლეობის საკუთრებას. გამაფრთხილებელი აქციის ორგანიზატორებმა... Читать дальше...

ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება. "ინტერპრესნიუსის" თანახმად, ინაუგურაციის ცერემონიალზე ელოდებიან ასევე სომხეთის პრეზიდენტს და რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

აშშ-ს სენატი: ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში პასუხისმგებლობა მემკვიდრე პრინცს ეკისრება

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მოიწონა  რეზოლუცია, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ იბნ სალმანს აკისრებს. რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ ერ-რიადს პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა,  ვინც ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრესის თანახმად, ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჟურნალისტის მკვლელობის გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა... Читать дальше...

რა უნდა ღირდეს და ვინ უნდა იხდიდეს წყლის საფასურს?

Radiotavisupleba.ge 

"სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და, შესაბამისად, გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის – წყლის დაცვას", - წერია "საქართველოს კანონში წყლის შესახებ". ლევან ფავლენიშვილი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი თვლის, რომ სახელმწიფო ვერც იცავს წყლის რესურსს და ვერც ისე მართავს, რომ ეკონომიკური ეფექტი მიიღოს. ამ კონტექსტში მკვლევარი ლაპარაკობს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით წყლის მართვის სფეროში აღებულ ვალდებულებაზე, რაც განმარტებულია წყლის ჩარჩო-დირექტივით. Читать дальше...

გიორგი აბაშიშვილი: “ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“

Radiotavisupleba.ge 

„ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! ამიტომ დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ - "ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან"-წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი. იგი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის რამდენიმე წლის განმავლობაში მას კომფორტს უქმნიდა არა მარტო გიორგი მარგველაშვილი, არამედ ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც... Читать дальше...

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან უკრაინული გემების გათავისუფლებამდე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის ოფიციალური შეხვედრა არ შედგება მანამ, სანამ რუსეთი არ გაათავისუფლებს ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინულ გემებსა და მათ ეკიპაჟებს-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა. ორი პრეზიდენტის შეხვედრა „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტის ფარგლებში იგეგმებოდა არგენტინის დედაქალაქში, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იგი შეხვედრამდე ორი დღით ადრე გააუქმა. Читать дальше...

ზვიად პატარიძე მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს

Radiotavisupleba.ge 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ 23-წლამდელ სპორტსმენთა შორის 2018 წლის საუკეთესო ათლეტად დაასახელა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ამ ასაკობრივ ჯგუფში წლეულს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იჭიდავა და ორივეგან ოქროს მედალი მოიპოვა. 23-წლამდელებში მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ქალ მოჭიდავედ იაპონელი რისაკო კავაი გამოცხადდა. ზვიად პატარიძე მსოფლიოს ასაკობრივი პირველობების ექვსგზის ჩემპიონია. ორჯერ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჭაბუკებს შორის კონკურენციაში ავიდა... Читать дальше...

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი მოკლა. მოკლულის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იგი  29 წლის შერიფ შეკატია. ხუთშაბათს საღამოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ნოდორფის რაიონში, სადაც შერიფ შეკატი  ცხოვრობდა, მორიგი ოპერაცია ჩაატარეს. გავრცელებული ცნობით, შერიფ შეკატი ერთ-ერთ საწყობში იმალებოდა. 11 ნოემბერს სტრასბურგის ცენტრში, კლებერის მოედანზე, საშობაო ბაზრობასთან სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა... Читать дальше...

ვერაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ ღამის კლუბის სტუმრებს შორის დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. ოთხივე ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, […]

მამაკაცი, რომელმაც სტრასბურგში ორი ადამიანი იმსხვერპლა პოლიციამ მოკლა

Marshalpress.ge (მარშალ) 

“სტრასბურგში სროლების მომწყობი პიროვნება, რომლის ტყვიასაც 2 ადამიანი შეეწირა და რომელსაც უკვე მესამე დღეა ეძებდნენ, რამოდენიმე წუთის წინ პოლიციამ, სტრასბურგის გარეუბან ნიუდორფში მიაგნო და ორმხრივი სროლების შედეგად, ჩაცხრილა.”– ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში მომუშავე ჟურნალისტი გიორგი ფოფხძე ავრცელებს.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Тернистый путь: Медведеву и Андреевой не повезло с жеребьёвкой на Уимблдоне, у Калинской и Рублёва сетки полегче






Москвичей предупредили о грозе с дождем до конца воскресенья

Внешний вид Хрома испортили. Как вернуть?

Дочь Началовой выбрала профессию

320 пассажиров более пяти часов ждут своего рейса в Турцию в столичном Внуково