Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

Новости за 16.09.2019

ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ

News.ge 

შირმის როლის ფუნქციაც კი წაგართვეს ქალბატონო თამარ და თქვენ წესით, ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გაგაჩნიათ“, – ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას მიმართა. ბოკუჩავას თქმით, ხულორადავას კომიტეტის დონეზე მაინც უნდა დაეჭირა ...

იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან, – ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. „ვადასტურებ იმ განსახილველ საკითხებს, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალის გამოყენებითა და მატერიალიზაციით, რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისგან და ბევრი იმ შესაძლებლობისგან... Читать дальше...

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

News.ge 

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის კამათი „ევროპული საქართველოს” დადგენილების პროექტის განხილვას მოჰყვა. გიგა ბოკერიამ სოფიო ქაცარავას რამდენჯერმე დაუსვა კითხვა, უჭერს თუ არა მხარს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს, როდესაც კლავენ საქართველოს მოქალაქეებს. მან კომიტეტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მოუწოდა, თავი არ ...

მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სკოლებში, სადაც სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სკოლებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დასრულდება, რის გამოც მოსწავლეები სხვა სკოლებში არ გადანაწილდებიან. „გადანაწილება მოსწავლეებს არ დასჭირდებათ. მოგეხსენებათ, 700-მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ამხელა მასშტაბით სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია არასდროს ყოფილა... Читать дальше...

მეხუთე კოლონამ საქართველოში ძალაუფლება ღიად ჩაიგდო ხელში – ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ – ან ჩვენ, ან ისინი

News.ge 

ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ...

ვოლვომ მსოფლიოს მასშტაბით სოციალური კამპანია #selfieforsafety დაიწყო

News.ge 

ვოლვომ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სოციალური კამპანია #selfieforsafety, რომლის მიზანიც მეტი სიცოცხლის გადარჩენაა, კამპანიას მხარს უჭერს და უერთდება ვოლვო საქართველოს წარმომადგენლობა. ყოველდღიურად დედამიწისსხვადასხვა წერტილში ავტოსაგზაო შემთხვევების გამოსამი ათასზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვოლვომ შეძლო მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მისი უნიკალური სამწერტილოვანი ღვედის გამოგონებით, რის შემდეგაც კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა შეექმნა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები და... Читать дальше...

საპარლამენტო კომიტეტმა "ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა

Radiotavisupleba.ge 

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“. პროექტს მხოლოდ სამი მომხრე ჰყავდა თავად „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებიდან. კომიტეტის სხდომაზე დადგენილების პროექტი წარმოადგინა მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ.  პროექტის თანახმად... Читать дальше...

ელენე ხოშტარია: მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი განწყობილია საბრძოლველად

Radiotavisupleba.ge 

მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ განწყობილია საბრძოლველად, - განაცხადა ე.წ. მატროსოვის ციხეში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მონახულების შემდეგ  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.   „ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, რომ ყოველი დღე პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის, არა მხოლოდ თავად ირაკლი ოქრუაშვილის, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც გავრილოვის ღამეს დაიჭირეს, ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას. ეს არის ის პოსტსაბჭოთა მეთოდები, რომელიც არ მთავრდება ხელისუფლების სასარგებლოდ. Читать дальше...



„მთელი სია არის ჩასაგდები, რადგან ის არის კლანური პრინციპით შედგენილი"

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას გაასაჯაროოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების გადაწყვეტილებები. განცხადებაში ვკითხულობთ: „იმ ფონზე, როდესაც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის "უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცედურები" დააანონსა და ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანდიდატებს "მიკროსკოპით დააკვირდება", კანდიდატების პროფესიული გამოცდილების შესწავლის გარეშე მთელი ეს პროცედურები მოკლებულია რეალურ შინაარსს. Читать дальше...

დემნა გვალასია Vetements-დან მიდის

Radiotavisupleba.ge 

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ტოვებს, მის მიერ დაფიძნებულ მოდის ბრენდს, Vetements-ს. ინფორმაციას ამის შესახებ ექსკლუზიურად ავრცელებს მოდის გამოცემა WWD. „ვფიქრობ ჩემი მისია შევასრულე“,- ამბობს დემნა გვასალია, რომელმაც Vetements-ი 5 წლის წინ შექმნა.  Vetements-ში რჩება კომპანიის თანადამფუძნებლი და დემნა გვასალიას ძმა გურამ გვასალია. მისი სიტყვებით, კომპანია საზღვარების გაფართoებას დემნას წასვლის შემდეგაც განაგრძობს. „Vetements-ი შემოქმედებითი ადამიანების კოლექტივი იყო, ჩვენ განვაგრძობთ საზღვრების გაფართოებას... Читать дальше...

მე არ ვარ კიტოვანი

Radiotavisupleba.ge 

რა სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ მრავალწლიანი პროპაგანდით შეიარაღებული საშუალო სტატისტიკური აფხაზისთვის ჩვენ და თენგიზ კიტოვანი "ერთი მხარე" ვართ - ქართველები... დამთრგუნველ ვიდეოში, სადაც აფხაზი ეროვნების ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს 80 წელს გადაცილებულ პუტჩისტს (როგორც მას 90-იანებში მოიხსენიებდნენ და რაც უდავოდ იყო), მხოლოდ ის კი არ ყოფილა მძიმე სანახავი, თუ რა საშინელებაა, როცა, თუნდაც ხსენებული პუტჩისტის მსგავსი ისტორიული დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლების სურვილი უჩნდება ვიღაცას, არამედ ისიც... Читать дальше...

ედუარდ სნოუდენი მაკრონს თავშესაფრის მინიჭებისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი, ედუარდ სნოუდენი, საფრანგეთის პრეზიდენტ იმანუელ მაკრონს მისთვის თავშესაფრის მინიჭებისკენ მოუწოდებს.  სნოუდენი, რომელმაც მალე თავისი მემუარები უნდა გამოაქვეყნოს, რუსეთში ცხოვრობს 2013 წლიდან - ანუ მას მერე, რაც გაასაჯაროვა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების საიდუმლო თვალთვალის პროგრამის დეტალები.  საფრანგეთის ერთ-ერთი რადიოსადგურის მიერ 16 სექტემბერს გადაცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ იმ პირთა დაცვა, რომლებსაც უწყებებიდან მანკიერი პრაქტიკები საჯაროდ გამოაქვთ, არ არის მტრული აქტი. Читать дальше...

ევროკავშირს ფარგლებს გარეთ პირველი "ევროპული სკოლის" მშენებლობა თბილისში იწყება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, „ევროპული სკოლის“ კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ცერემონიაში მონაწილეობდნენ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. „ევროპული სკოლის“ და საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის თბილისის მერიამ ტერიტორია ლისის ტბის მახლობლად გამოყო.  „ევროპულ სკოლაში“ სწავლას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოში... Читать дальше...

სირიის საკითხზე თურქეთი მასპინძლობს სამიტს რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით

Radiotavisupleba.ge 

16 სექტემბერს თურქეთში იმართება სამიტი სირიის შესახებ, რომელშიც თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები მონაწილეობენ. უმაღლესი დონის შეხვედრის ყურადღების ცენტრში იქნება სირიის არმიის წინსვლა იდლიბის მიმართულებით, რომელიც მეამბოხეების ბოლო სიმაგრეს წარმოადგენს სირიის ტერიტორიაზე.   გასულ წელს თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ბუფერული ზონის შექმნაზე, რასაც იდლიბის პროვინციაში თავიდან უნდა აეცილებინა სამთავრობო ჯარების იერიში. შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ანკარას ამ არეალში განთავსებული აქვს 12 სადამკვირვებლო პუნქტი... Читать дальше...

გიგი უგულავა: „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია

Radiotavisupleba.ge 

„ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად ოცნების მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია. ფაქტიურად ვოლსკიმ დღეს "მოუწოდა" რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე“, - აღნიშნავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.   პოსტში გიგი უგულავა გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას იმის შესახებ... Читать дальше...

კიევი 16%-ით გეგმავს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ხელისუფლება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად 16%-ით აპირებს სამხედრო ხარჯების გაზრდას, - ამის შესახებ კვირას განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი ჰონჩარუკმა. უკრაინის 2020 წლის ბიუჯეტის თანახმად, ნაციონალური თავდაცვისა და უსაფრთხოების დაფინანსების მოცულობა 245,8 მილიარდ ჰრივნას (დაახლოებით 8,5 მილიარდი დოლარი) მიაღწევს, რაც 33,8 მილიარდი ჰრივნით მეტია შარშანდელთან შედარებით.   კიევი, რომელიც 2014 წლიდან ჩათრეულია კრემლის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ კონფლიქტში... Читать дальше...

ივანიშვილმა, ვოლსკიმ და „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქციეს

News.ge 

ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ‘’ქართული ოცნების’’ წევრის გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება. „ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად, „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევრად აქციეს. ფაქტიურად ვოლსკიმ დღეს “მოუწოდა” რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე. ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ ...

ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე: წერილი, ოქმი – მოიტანოს და გვანახოს

News.ge 

საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს. გიორგი გახარიას თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მამუკა ხაზარაძემ ის უნდა „მოიტანოს და ...

გახარია: ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება, მაგრამ არ ჰყავს პასუხისმგებლიანი და სერიოზული კერძო ინვესტორები. გიორგი გახარიას დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა პასუხი აქვს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ მთავრობამ, პრაქტიკულად, გააგდო ანაკლიის პორტის ინვესტორები და ამის ოქმიც არსებობს. „საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე - წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. Читать дальше...

Новости России
Москва

Как подобрать запчасти на китайские авто?


მულტიდისციპლინური მიდგომის ეფექტი კიბოს მკურნალობაში – თოდუას კლინიკის სავიზიტო ბარათი

News.ge 

ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალურ პრობლემად რჩება. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში გვარწმუნებენ, რომ სიმსივნის ეფექტიანი მკურნალობის ერთადერთი სწორი გზა მულტიდისციპლინურ მიდგომაზე გადის. თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება შეუძლიათ მიიღონ ონკოლოგიურმა პაციენტებმა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში და რატომ არის საქართველოში, კერძოდ ამ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა ოპტიმალური გადაწყვეტილება, ამის შესახებ თოდუას კლინიკისმოწვეული ...

"42-ე მუხლი“ მოითხოვს გასაჯაროვდეს მოსამართლე კანდიდატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები

Radiotavisupleba.ge 

„მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გაასაჯაროოს და პარლამენტისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მოსამართლე კანდიდატების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნულია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების (განჩინების) გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა საქალაქო სასამართლომ აღნიშნულზე უარი განაცხადა. Читать дальше...

რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო-საშტაბო მანევრებს ატარებს ექვსი ქვეყნის თანამონაწილეობით

Radiotavisupleba.ge 

16 სექტემბერს რუსეთში სტარტი აიღო ხუთდღიანმა სამეთაურო-საშტაბო სწავლებამ სახელწოდებით „ცენტრი 2019“, რომლის გაერთიანებულ სტრატეგიულ სარდლობას (JSC) შეუერთდებიან ასევე ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის სამხედრო წარმომადგენლები. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, წლევანდელი ხუთდღიანი სწავლება ყველაზე მასშტაბური იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებს 128 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 20 ათასი ერთეული შეიარაღება და ტექნიკა, 600 თვითმფრინავი და შვეულმფრენი და 15 საზღვაო ხომალდი. Читать дальше...

საქართველოში საშუალო ხელფასმა 1179 ლარი შეადგინა

Radiotavisupleba.ge 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო, ყოველთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა შეადგინა 1 179.8 ლარი. „საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი გაზრდილია 76.3 ლარით. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასის ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი; პროფესიული... Читать дальше...

ისტორიული ძეგლების რემონტი: "რა გაინტერესებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ეგ გააკეთა!"

Radiotavisupleba.ge 

დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ყიწვისის ეკლესიაში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა თვითნებური რემონტი გააკეთეს და ტაძარში მწვანე მარმარილოს იატაკი დააგეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საჯაროდ დაწერა.

ევროპული საქართველოს” დადგენილების მიღება რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს გამოიწვევს

News.ge 

ევროპული საქართველოს” დადგენილების მიღება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარტია “ევროპული საქართველოს” დადგენილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს დააზარალებს ღვინის, ხილისა და ციტრუსის მწარმოებლებს. „პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ დადგენილებას წარმოადგენს, თავად არის იმ უბედურების შემოქმედი, რაც თავს დაგვატყდა ოკუპაციის სახით. ნებისმიერი ქვეყანა, ვინც აღიარებს აფხაზეთსა და ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев высказался об игре Свёнтек






На выставке «Россия» прошёл фестиваль «Движения первых»

Лодочный поселок БАМ загорелся в Дубне

День велосипеда празднуют 3 июня и считают днем здорового образа жизни

Трамп допустил, что его могут приговорить к тюремному сроку