Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2019

Новости за 09.12.2019

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც დიღომში გოგონა დაჭრა

Marshalpress.ge (მარშალ) 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და […]

Source

შსს დიღომში ყელში დაჭრილი ქალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი არის დაკავებული, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული... Читать дальше...

პარიზში დასრულდა ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ პარიზში. მათი შეხვედრა გაიმართა „ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტის კულუარებში.  პუტინის და ზელენსკის შეხვედრის დრო შეზღუდული არ იყო, მათი საუბარი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.  სააგენტოების თანახმად, პუტინმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ მოკლედ უთხრა, რომ შეხვედრა იყო „კარგი“ და„საქმიანი“. მიმომხილველები თვლიან, რომ უკვე ამგვარი შეხვედრის გამართვა, წინსვლას წარმოადგენს. მათი საუბრის თემა მინსკის შეთანხმებების განხორციელება უნდა ყოფილიყო. Читать дальше...

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღო

Radiotavisupleba.ge 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიაზე, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღეს. „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცნობილი ექიმი, საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც საქართველოს ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ·        გმობს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს... Читать дальше...

პუტინი და ზელენსკი პარიზში პირველ შეხვედრას მართავენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი მართავენ თავიანთ პირველ შეხვედრას პარიზში. მათი შეხვედრა იმართება „ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტის კულუარებში. როცა  შეხვედრა დასრულდება, ოთხი ლიდერი, მასპინძელი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი და ვლადიმირ პუტინის და ვლადიმირ ზელენკსი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს სამუშაო ვახშამზე, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. პუტინის და ზელენსკის შეხვედრის დრო შეზღუდული არ არის. მათი საუბრის... Читать дальше...

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაკარგულია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალ ზელანდიაში

Radiotavisupleba.ge 

ახალი ზელანდიის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთ კუნძულის, უაიტ აილენდის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. დაშავებულია 31 კაცი, 8 პირი დაკარგულად ითვლება. ვულკანი 9 დეკემბერს ამოიფრქვა. მაშველებმა კუნძულიდან 23 ადამიანი გამოიყვანეს. სტიქიური უბედურების არეალში დაახლოებით 100 კაცი იმყოფებოდა. ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულსა და მის გარშემო ტურისტების გარკვეული რაოდენობა იმყოფებოდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა... Читать дальше...

თურქეთი, ალბანეთი და კოსოვო ლიტერატურის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას ბოიკოტს უცხადებენ

Radiotavisupleba.ge 

თურქეთმა განაცხადა, რომ უერთდება ალბანეთსა და კოსოვოს ბოიკოტს, რომელსაც ისინი უცხადებენ ლიტერატურის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას. 2019 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიენიჭა პეტერ ჰანდკეს, რომლის მიმართ კრიტიკა გამოითქვა სერბიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მხარდაჭერის გამო.  თურქეთის ელჩმა შვედეთში, ჰაქი ემრე იუნთმა თურქეთის მაუწყებელს, „ჰურიეთს“ უთხრა 9 დეკემბერს, რომ არ დაესწრება ცერემონიას სტოკჰოლმში. თურქეთმა ეს ნაბიჯი გადადგა მას მერე, რაც თურქეთის... Читать дальше...

შსს-ს ცნობით, დიღომში ქალი დაჭრეს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დიღომში დაჭრეს ქალი. მათი ცნობით, ქალი არ დაღუპულა. ბრალდებული დაკავებულია. როგორც შსს-ში ამბობენ, ამ საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.



საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ 7 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.  „უშიშროების კომიტეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მცხოვრები ემზარ გამხიტაშვილი, ლამისყანის მკვიდრი ემზარ ზარიძე, სამთავისის მცხოვრებლები - მერაბ და 14 წლის მოზარდი ავთანდილ გამხიტაშვილები, რომელიც მაშინვე გაათავისუფლეს. დანარჩენების მიმართ კი გამოძიება  და მასალების სასამართლოსთვის გადაცემის მზადების პროცესი მიმდინარეობს. Читать дальше...

პარიზში იმართება მაკრონის, მერკელის, ზელენსკისა და პუტინის შეხედრა უკრაინის კონფლიქტის გარშემო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენეტი, ვლადიმირ პუტინი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვლადიმირ ზელენსკი პირველად ხვდებიან ერთმანეთს პარიზში მათი მოლაპარაკების ხანგძლივი მოლოდინის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთ წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე, რომელსაც 13 ათასი ადმიანი ემსხვერპლა. ორმხრივი მოლაპარაკების სერიის შემდეგ ელისეს სასახლეში, პარიზში, მიმდინარეობს ოთხეულის სამიტი. რუსეთის და უკრაინის ლიდერებმა დარბაზში შესვლისას მხოლოდ ერთმანეთ შეხედეს გაღიმების გარეშე. კამერების წინ მათ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ. Читать дальше...

საპატრიარქო: ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დავით გარეჯის თემაზე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ კვლავ გადაუჭრელად რჩება დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი. ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახანს საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც  აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის... Читать дальше...

რუსეთის კულტურის ცენტრი: ახალი საოკუპაციო ბაზა საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. საქართველოში მიაჩნიათ, რომ რუსეთი სინამდვილეში თავისი აგენტების ქსელს აფართოებს და ხელისუფლებამ კულტურის ცენტრის გახსნა არ უნდა დაუშვას. თბილისში გაიხსნება რუსული ენისა და კულტურის ცენტრი - ამ სათაურით მასალა გამოაქვეყნა რუსეთის სახელმწიფო მედიამ RIA, 28 ნოემბერს. პრაღაში, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, გრიგორი კარასინზე დაყრდნობით RIA წერს, რომ ცენტრი დეკემბრის შუა რიცხვებში... Читать дальше...

მოსამართლეები: "კლანის" ხელი პარლამენტში?

Radiotavisupleba.ge 

ხმაურის მორიგი ტალღა დაანონსებულია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებასთან დაკავშირებით  საპროტესტო აქციებიც იგეგმება. საკითხი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 11 დეკემბერს უნდა განეხილა, მაგრამ მოულოდნელად, კენჭისყრა 12 დეკემბრისთვის გადაიდო. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანდიდატების 20-კაციანი სიიდან ყველა ვერ დამტკიცდება. ოპონენტები კი ამბობენ, რომ „სასამართლოს კლანის“ მიერ მხარდაჭერილი სიიდან არცერთი კანდიდატი არ უნდა დამტკიცდეს.  საპროტესტო აქციები და მოწოდებები... Читать дальше...

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ეყოლება

Radiotavisupleba.ge 

34 წლის სანა მარინი მსოფლიოში ყველა ახალგაზრდა მოქმედი პრემიერ-მინისტრი იქნება. მისი კანდიდატურა მიიღო მმართველი კოალიციის მთავარმა, სოციალ- დემოკრატიულმა პარტიამ. მარინი იქნება ფინეთის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური. მას ადრე ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მარინი ერთი წლით უმცროსია უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინზე. გასულ კვირაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტი რინე გადადგა ფოსტის მოხელეები გაფიცვის თაობაზე კაბინეტში აზრთა სხვადასხვაობის გამო. Читать дальше...

გიორგი ვაშაძე: მოსამართლეების დამტკიცება არ იქნება ოთხშაბათს

Radiotavisupleba.ge 

„ოთხშაბათს უნდა ყოფილიყო მოსამართლეებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა და გააუქმეს. ძალიან კარგია, ასე უნდა ეშინოდეთ იმ საზოგადოებრივი პროტესტის, რომელიც არის“, - თქვა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ჩატარდება, როცა იქნება, მაშინ იქნება პიკეტირება, რადგან ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის თემაა.   პარლამენტის ვებგვერდზე მართლაც შეიცვალა კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი. განახლებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ... Читать дальше...

ჰამიდ სადიკოვი და ელენე ხოშტარია - კიდევ ვის ერგო “ტოლერანტობის ქომაგის” წოდება 2019-ში?

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 9 ნოემბერს ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა 2019 წლის „ტოლერანტობის ქომაგის“ სიგელების მფლობელები დაასახელა.  გამარჯვებულები გახდნენ: პედაგოგი ჰამიდ სადიკოვი, რომელმაც ადგილობრივი თემის წინააღმდეგობის მიუხედავად თავისი ყოფილი მოსწავლის მაგალითზე არასრულწლოვნების იძულებით ქორწინება საჯაროდ გააკრიტიკა საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი ქერიმ ანყოსი, ქურთული თემის ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე - ეთნიკური... Читать дальше...

პარიზში გაიმართა ზელენსკის და პუტინის ცალ-ცალკე შეხვედრა მაკრონსა და მერკელთან

Radiotavisupleba.ge 

9 დეკემბერს პარიზში იმართება „ნორმანდიის ოთხეულის“ ჩარჩოებში სამიტი, რომლის მთავარი თემაა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უკრაინის ჯარსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის. სამიტამდე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები მასპინძლის ემანუელ მაკრონისა ზელენსკისა და პუტინთან, რომლებიც შეხვდნენ ასევე ცალ-ცალკე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. სამიტის დროს ოთხი ლიდერის მოლაპარაკებისას განიხილავენ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეწყვეტის, ტყვეების დაბრუნებისა... Читать дальше...

ახალი ჰუმანიტარული ინიციატივა: რას ფიქრობენ ცხინვალსა და ოჯახში ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან ერთი თვე გავიდა, ცხინვალიდან კი ჯერ ისევ არ ჩანს ოფიციალური პოზიცია მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მასალები სასამართლოში გადაიგზავნა და ახლა ყველა იმას ელოდება, როდის ჩაინიშნება პროცესი. ექიმის გათავისუფლებას, საქართველოს ხელისუფლების გარდა, საერთაშორისო სამედიცინო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ითხოვენ, განცხადებები კეთდება საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ბიბილოვის ხელისუფლება ჯერ არაფერს ამბობს. Читать дальше...

რა უნდა ვიცოდეთ მოსკოვის "კონფლიქტების გაყინვის" ტაქტიკაზე

Radiotavisupleba.ge 

პარიზში, ელისეს სასახლეში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის წინ, ბევრი კითხულობს, თუ რა გრძელვადიანი მიზანი ამოძრავებს მოსკოვს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაფლულ აღმოსავლეთ უკრაინაში. დღის წესრიგის თანახმად, საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით მიმდინარე „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა, რომელსაც 9 დეკემბერს  პირველად ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ფოკუსირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ესაა "ცეცხლის შეწყვეტა და... Читать дальше...

Новости России
Москва

Представители народов Чувашии почтили память погибших в годы Великой Отечественной войны


ფემენის წელს ზემოთ შიშველი აქტივისტები პოლიციამ დააკავა პუტინის და ზელენსკის შეხვედრისთვის მზადების წინ

Radiotavisupleba.ge 

ფემენის მოძრაობის ორი, წელს ზემოთ შიშველი აქტივისტი ქალი პროტესტს გამოთქვამდნენ პარიზში, ელისეს სასახლის წინ, სადაც იწყება „ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტი საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით. ფემენის აქტივისტები პოლიციამ დააკავა სასახლესთან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულებას ეძღვნება. პოლიციამ სწრაფად გაიყვანა ქალები, რომლებიც ხმამაღლა გაიძახოდნენ: „შეწყდეს პუტინის ომი“... Читать дальше...

ინფოგრაფიკა: ქალაქის ფული ეკლესია-მონასტრებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკლესია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონს იღებს და ეს დიდი ხანია,ცნობილი ფაქტია. გარდა ამ 25 მილიონისა, ეკლესია დაფინანსებას იღებს მუნიციპალიტეტებიდან და სარეზერვო ფონდებიდანაც. რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიას 2013-2019 წლებში ეკლესია-მონასტრებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ გამოთხოვა ინფორმაცია და აი, რა სურათი მივიღეთ.   ეკლესია-მონასტრები თანხებს კეთილმოწყობის პროგრამიდან იღებენ და დანიშნულებაშიც, როგორც წესი, კეთილმოწყობის სამუშაოებია მითითებული. ეკლესიებისთვის... Читать дальше...

ჟურნალისტი დეპუტატის ძმას შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი, გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ალეკო მაკრახიძეს მუქარასა და შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ალეკო მაკრახიძე საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ძმაა. გიორგი ახალკაცი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ჟურნალისტების გამოჩენას დეპუტატი თავიდანვე აგრესიულად შეხვდა. „ქალაქის ცენტრში რაღაც სამუშაოებს ასრულებდნენ, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ და ალეკო მაკრახიძე (დეპუტატ... Читать дальше...

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იმსჯელეს სოფელ ჯოყოლოში

Radiotavisupleba.ge 

27 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პანკისის ხეობის მოსახლეობა სოფელ ჯოყოლოში პირველად შეიკრიბა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ადგილობრივებმა მკვლელობის შესახებ არსებული ცნობები გაცვალეს და მკვლელობის შესაძლო მოტივიც განიხილეს. „შეხვედრაზე ითქვა, რომ ვიდრე ჰესების მშენებლობის თემა იქნებოდა, მანამდე გვარებს შორის არანაირი დაპირისპირება არ იყო. ამ საკითხზე [გვარებს შორის დაპირისპირება] ითქვა, რომ ეს არასწორი ვერსიაა და ყველა თანხმდება, რომ ეს დაპირისპირება ჰესებს უკავშირდება. Читать дальше...

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: 2019 წლის აპრილიდან დონეცკისა და ლუგანსკის 125 ათასმა მოქალაქემ მიიღო რუსეთის პასპორტი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ კოლოკოლცევის განცხადებით, 2019 წლის აპრილიდან რუსეთის პასპორტები მიიღო 125 ათასმა ადამიანმა, რომლებიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ცხოვრობენ. სულ, საბუთების მიმღებ ოფისებში, როსტოვის ოლქში, რუსეთში, პასპორტის მიღების თხოვნით მივიდა 160 ათასი ადამიანი. განკარგულებას პასპორტების გაცემის შესახებ ამ ტერიტორიების მოსახლეობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა წელს, აპრილში. ივლისიდან კანონი გავრცელდა სეპარატისტების კონტროლის... Читать дальше...

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა, არ ყოფილა პროაქტიული იმ პრობლემებისადმი, რომლებიც ქუჩაში, სხვადასხვა სივრცეში ფიქსირდება"

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც კომიტეტი უნდა აკეთებდეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ეკა ციმაკურიძე, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელი:


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме






Лукашенко заявил о ненужности доллара и евро для многих стран в настоящий момент

Салют в честь Дня Победы в Петербурге. Видео

Звукорежиссера "Москвы 24" могут наказать за речитатив во время эфира с парада

Пара из новосибирского села Локти сыграет свадьбу на ВДНХ в Москве