Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2020

Новости за 04.04.2020

ამირან გამყრელიძე: საგანგებო მდგომარეობა ეხება ყველას, მათ შორის, ეკლესიას

Radiotavisupleba.ge 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა. აკრძალულია ბევრი ადამიანის თავშეყრა. ეს ეხება ყველას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით და დასძინა: - „ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს მთლიანად საზოგადოებისთვისაა გაცემული. ჩვენი ყველას მიზანია, მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი“. ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ უკვე გააკეთეს მნიშვნელოვანი განცხადებები... Читать дальше...

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება კიდევ სამ რუსთაველს დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება კიდევ სამ რუსთაველს დაუდასტურდა. ქალაქში COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა შვიდი გახდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის, განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის საკრებულოს ინფიცირებული წევრის მცირეწლოვან შვილსაც, ხოლო მეუღლესა და სხვა მცირეწლოვან შვილებს - არა. "ბავშვი თავს კარგად გრძნობს, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს", თქვა გუბერნატორმა. მან განაცხადა ასევე, რომ აქამდე ინფიცირებულებს დაემატა ეროვნული ბანკის კიდევ ერთი თანამშრომელი და მისი მეუღლე... Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: გარდაცვლილს მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა. ის ბოლნისში დაინფიცირდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით პირველი გარდაცვლილის მდგომარეობა პირველივე დღიდან კრიტიკული იყო. 79 წლის ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, - უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნებოდა, სადაც სულ  5 შემთხვევა დაფიქსირდა. მას კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე მივიდნენ... Читать дальше...

ჩინეთი კორონავირუსით დაღუპულებს გლოვობს, მსოფლიოში COVID-19-ის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთი გლოვობს ათასობით დაღუპულს, რომლებიც COVID-19-ს ემსხვერპლნენ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოელიან ვითარების გაუარესებას. ჩინეთში 4 აპრილს დაშვებულია სახელმწიფო დროშები, შეჩერებულია ყოველგვარი გასართობი თავყრილობა, ადგილობრივი დროით დილის ათი საათისთვის სამი წუთით გამოცხადდა დუმილი გარდაცვლილთა, მათ შორის სამედიცინო პერსონალის და ექიმების, ხსოვნის პატივსაცემად. დუმილის დროს ისმოდა ავტომანქანების, მატარებლების და გემების საყვირების, ასევე საჰაერო თავდაცვის განგაშის ხმა. ჩინეთმა გამოაცხადა... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი ადამიანი 79 წლის პაციენტი იყო მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან, - უთხრა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. მისი თქმით, კლინიკაში პაციენტი მძიმე თანმხლები დაავადებებით მიიყვანეს. stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ - მომავლის უტოპიური და ანტიუტოპიური სცენარები

Radiotavisupleba.ge 

ჩემი აზრით, საინტერესო მომავალი განვითარებისთვის ისაა, რომ ახლა ითქმება ან გამოიცდება რაღაცები, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო. ეს ხდება როგორც “უტოპიური”, ისე “ანტიუტოპიური” მიმართულებით.

COVID-19-ით ახალ ინფიცირებულებს შორის 13 წლის მოზარდია

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 13 წლის მოზარდია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა უთხრა. „გადაცემა მოხდა ოჯახის წევრისგან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - თქვა მან. მაკა სოლოღაშვილის ცნობით, სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 10 პაციენტი აგრძელებს, აქედან სამი არასრულწლოვანია. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა. 4 აპრილის დღის მონაცემებით, საქართველოში 156 კორონავირუსით ინფიცირებულია. Читать дальше...

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი არ შეგვიქმნია - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი აცხადებს, რომ სიცრუეა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრში გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან მედიკამენტი შექმნეს. „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცნობმა პირებმა ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ყალბი გვერდი შექმნეს, სადაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.   ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ენდოს მხოლოდ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებს.



მაკა სოლოღაშვილი: წყაროების და კლასტერების გარჩევის საშუალება აღარ გვაქვს

Radiotavisupleba.ge 

„ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია და ჩვენ თითოეული მათგანის გარჩევის საშუალება ფიზიკურად აღარ გვაქვს“, - უთხრა ჟურნალისტებს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა. მან დასძინა - ჩვენთვის პაციენტი პაციენტია. წყაროების დადგენაზე მუშაობა კი ალბათ სხვა სტრუქტურების საქმეაო. მისივე ინფორმაციით, 4 აპრილს ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ კიდევ 4 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 4 მძიმე პაციენტია

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და კრიტიკული აღარ არის. მისი თქმით, ახლა ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 4 მძიმე პაციენტი რჩება. მარინა ეზუგბაიას ცნობით, საავადმყოფომ 3 აპრილს გერმანიიდან ჩამოსული რამდენიმე პაციენტი მიიღო, რომელთა ტესტირების პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. 4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის, 28 გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 344. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. Читать дальше...

ცერცვაძე: თუ დღესასწაულები ჩატარდა ტრადიციული ფორმატით, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მატება

Radiotavisupleba.ge 

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა ქრისტიანულ დღესასწაულებსა და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების შესახებ. შეკითხვას, მიგაჩნიათ თუ არა, რომ პიკი დაუკავშირდება ქრისტიანულ დღესასწაულებს? თენგიზ ცერცვაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, გააჩნია ქრისტიანული დღესასწაულები, როგორი ფორმატით ჩატარდება. თუ ის ჩატარდა ტრადიციული ფორმატით, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მატება (მე არ ვიცი, პიკი ამას დაუკავშირდება თუ არა). Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Зверев

Испанец Алькарас выиграл у Зверева и стал победителем Roland Garros






В Калуге обновили стелы и обелиски

Томущо єкологiчно!

«Российская креативная неделя» пройдет в Москве в июле

Озорные игры Диндин и Катюши уморили со смеху гостей Московского зоопарка